უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უკრაინა ქვეყნის მომავალ არჩევნებში ჩარევის მცდელობაში დაადანაშაულა და ქვეყნის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა, – ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინის პოლიტიკურმა ლიდერებმა და თავად პრეზიდენტმაც კი უნგრეთისა და უნგრეთის მთავრობის წინააღმდეგ უკიდურესად შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი განცხადებები გააკეთეს.
„ჩვენმა ეროვნული უსაფრთხოების სამსახურებმა შეაფასეს ეს უკანასკნელი თავდასხმა უკრაინის მხრიდან და დაადგინეს, რომ მომხდარი უნგრეთის არჩევნებში ჩარევის მიზნით უკრაინის კოორდინირებული ზომების სერიის ნაწილია“, – განაცხადა ორბანმა და დასძინა, რომ მან საგარეო საქმეთა მინისტრს უკრაინის ელჩის უწყებაში დაბარება დაავალა.



