ჯერემი როზნერი არის ადამიანი, რომელიც დღეს სჭირდება ქართულ პოლიტიკას – ირაკლი კუპრაძე

როგორ გახდა “ნაციონალური მოძრაობის” ლობისტი “ლელოს” პიარ-კონსულტანტი – თბილისში მყოფ ჯერემი როზნერთან ხაზარაძის პარტიის თანამშრომლობა, მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემაა.
მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი კონსულტანტი ოპოზიციურ პარტიაში “ნაციონალური მოძრაობის” დასავლელი ლობისტების ჯგუფმა მიავლინა.
“ლელოში” აცხადებენ, რომ ჯერემი როზნერი არის ადამიანი, რომელიც დღეს სჭირდება ქართულ პოლიტიკას:
“ლელო” თანამშრომლობს მაღალი ავტორიტეტის მქონე საერთაშორისო ამერიკულ კომპანიასთან. ეს არის საკონსულტაციო კომპანია, რომლის ერთ-ერთი სპეციალისტი არის ჯერემი როზნერი. ეს არის ადამიანი, რომელიც დღეს სჭირდება ქართულ პოლიტიკას,”- აცხადებს პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე.
მმართველი გუნდის განცხადებით, ეს არის დასტური, რომ “ლელო” “ნაციონალური მოძრაობის” შემადგენელი ნაწილია და მათ ერთიანი გეგმები აქვთ.

ასევე დაგაინტერესებთ

ძალიან რთული წლები გამოვიარეთ, თუმცა, ჩვენი ერთიანობით მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება. მინდა აღვნიშნო ბიძინა ივანიშვილის როლი იმ მიღწევებში, რაც ჩვენს გუნდს და ქვეყანას აქვს. სწორედ მისი გამორჩეული სიბრძნის და გათვლების წყალობით მოვახერხეთ წარმატების მიღწევა