ევროსაბჭოში მოუსმინეს ქალს, რომელიც გამომსვლელების თქმით, ქიმიური იარაღით დარბევის მსხვერპლია. ამის შესახებ სოციალურ ქსელში კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი, გიგა ლემონჯავა წერს.
მისი თქმით, მარიამ გელოვანს საქართველოში ვერ უმკურნალეს და ახლა მკურნალობას საფრანგეთში გადის.
გიგა ლემონჯავა აღნიშნავს, რომ საჭიროა საერთაშორისო გამოძიება, რომელიც “დაადგენს რა ნივთიერებით მოგვწამლეს”.
ეს მარიამ გელოვანია, ივანიშვილის ქიმიური დარბევის მსხვერპლი, რომელსაც საქართველოში ვერ უმკურნალეს, ახლა საფრანგეთშია და აქ მკურნალობს.
დღეს მან თავისი ისტორია მოყვა ევროსაბჭოში, ერთ-ერთ გავლენიან პოლიტიკურ ჯგუფთან შეხვედრაზე.
ამის ჩამდენმა პასუხი უნდა აგოს და რადგან საქართველოში გამოძიება არ არსებობს, გვჭირდება საერთაშორისო გამოძიება, რომელიც დაადგენს რა ნივთიერებით მოგვწამლეს, ვინ გასცა ბრძანება და ვინ აღასრულა დანაშაული,” – წერს გიგა ლემონჯავა.




