“სამჯერ დამარტყა სახეში ნაჯახი… ზურგზე შემახტა და “აჩუ ცხენოო“ – უმძიმესი კადრები და დაზარალებულთა ჩვენებები: როგორ მოქმედებდა ნეონაცისტური ქსელი საქართველოში

“ცე­მის სცე­ნებს რომ ვიხ­სე­ნებ ზუს­ტად ისე ვკან­კა­ლებ, რო­გორც მა­შინ ვკან­კა­ლებ­დი. ტე­რორ­ში ვიმ­ყო­ფე­ბო­დი დე­კემ­ბრის შუა რი­ცხვე­ბამ­დე…“ – ამის შე­სა­ხებ “ნე­ო­ნა­ცის­ტუ­რი“ დაჯ­გუ­ფე­ბის 16 წლის მსხვერ­პლი, “რუს­თა­ვი 2“ – თან ჰყვე­ბა.

რეს­პონ­დენ­ტი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქსე­ლის სა­მიზ­ნე პირ­ვე­ლად მა­შინ გახ­და, რო­დე­საც ნაც­ნობ­მა გო­გო­ნამ რუს­თა­ვე­ლის ძეგლ­თან მი­ი­ტყუა. აქ არას­რულ­წლო­ვანს სხვა მო­ზარ­დე­ბი ელოდ­ნენ. მათ ერ­თმა­ნეთ­ში ჯე­ი­რა­ნი ითა­მა­შეს იმის გა­სარ­კვე­ვად, თუ ვინ სცემ­და პირ­ვე­ლი 16 წლის მსხვერ­პლს.

რუს­თა­ვე­ლის ძეგლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია ნე­ო­ნა­ცის­ტე­ბის შეკ­რე­ბის ერთ-ერთი ად­გი­ლი იყო, თუმ­ცა არა ერ­თა­დერ­თი. 16 წლის ბი­ჭის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა რამ­დე­ნი­მე დღე­ში სხვა ლო­კა­ცი­ა­ზე გაგ­რძელ­და. აქ მო­ზარ­დი კი­დევ ერთხელ სცე­მეს, და­ა­ჩო­ქეს და ფა­შის­ტუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბის­თვის ბო­დი­ში მო­ახ­დე­ვი­ნეს იმის გამო, თით­ქოს დაჯ­გუ­ფე­ბის ერთ-ერთ ლი­დერს სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა.

  • 14 წლის ან­დრია მეტ­სა­ხე­ლად “მტკვა­რი”, 18 წლის “ბენ­დე­ლა”, 15 წლის “კას­ტე­ტა”, 16 წლის “ხრა­შო” – ეს იმ მო­ზარ­დე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რომ­ლე­ბიც ერთი დაჯ­გუ­ფე­ბის ქვეშ ფა­შის­ტურ­მა იდე­ო­ლო­გი­ამ გა­ა­ერ­თი­ა­ნა. ყვე­ლა მათ­გა­ნი უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლის მრა­ვალ ეპი­ზოდ­ში ფი­გუ­რი­რებს.

“კუ­რი­ე­რი P.S.-მა” მო­ი­პო­ვა სხვა არა­ერ­თი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ჩვე­ნე­ბა, სა­დაც ძა­ლა­დო­ბის თით­ქმის იდენ­ტუ­რი სცე­ნე­ბია აღ­წე­რი­ლი – ცემა, წა­მე­ბა, და­ჩო­ქე­ბა, დამ­ცი­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო კად­რე­ბის გა­და­ღე­ბა და გავ­რცე­ლე­ბა – ეს დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის მთა­ვა­რი ხელ­წე­რაა.

საქ­მის მა­სა­ლე­ბით დად­გინ­და, რომ ფა­შის­ტუ­რი იდე­ო­ლო­გი­ის ქვეშ გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ მო­ზარ­დებს მკაც­რად გა­წე­რი­ლი ქცე­ვის კო­დექ­სიც აქვთ, დაჯ­გუ­ფე­ბა­ში მი­ღე­ბის რი­ტუ­ა­ლიც და ჩაც­მის სტი­ლიც. მა­გა­ლი­თად, ის, ვინც ან­ტი­ფა­შის­ტე­ბის სის­ხლს ერთხელ მა­ინც დაღ­ვრის, უფ­ლე­ბა ეძ­ლე­ვა ფეხ­საც­მელ­ზე წი­თე­ლი თას­მა მო­ირ­გოს. თეთ­რი თას­მე­ბი და­ნა­შა­უ­ლის რა­სის­ტულ მო­ტივ­ზე მი­ა­ნიშ­ნებს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს უკვე იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ჰყავთ 10-ზე მეტი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი, რო­მელ­თა შო­რის 4 არას­რულ­წლო­ვა­ნია. არას­რულ­წლოვ­ნე­ბი არი­ან იმ 20-მდე ბრალ­დე­ბულს შო­რი­საც, რომ­ლე­ბიც თბი­ლის­ში, იმე­რეთ­სა და აჭა­რა­ში და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბულ­თა­გან სამი გო­გო­ნაა.

ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლი რომ ძა­ლა­დო­ბის არა­ერთ ეპი­ზოდ­ში ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად და შე­თან­ხმე­ბუ­ლად მოქ­მე­დებ­და, ამას არა­ერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ადას­ტუ­რებს, მათ შო­რის, ის ფოტო და ვი­დეო მა­სა­ლა, სა­დაც ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ფა­შის­ტუ­რი სიმ­ბო­ლი­კის ფონ­ზე ჯგუ­ფუ­რად პო­ზი­რე­ბენ.

და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი, ისე­ვე რო­გორც მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, დუ­მილს ინარ­ჩუ­ნე­ბენ. პრო­კუ­რა­ტუ­რის მო­თხოვ­ნით ყვე­ლა მათ­განს წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა უკვე შე­ე­ფარ­და.