მარიამ ქვრივიშვილი: მნიშვნელოვანია ადგილობრივ საცალო ქსელებში უფრო მეტი ქართული პროდუქცია ვიხილოთ

ეკონომიკის მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ იმპორტზე დამოკიდებულება შემცირდეს და მარკეტებში უფრო მეტი ქართული პროდუქცია იყოს.

“ჩვენთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს, რომ ერთი მხრივ, ჩვენი მოსახლეობის ინტერესების დაცვა უზრუნველვყოთ და შესაბამისად, სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასებმა დაიკლოს, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს, რომ საქართველოში იმპორტზე დამოკიდებულება შემცირდეს, ადგილობრივ წარმოებას ხელი შევუწყოთ […] და ადგილობრივ საცალო ქსელებში უფრო მეტი ქართული პროდუქცია ვიხილოთ, ვიდრე იმპორტირებული უცხოური პროდუქცია”. – თქვა ქვრივიშვილმა.