ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში გიორგი ვაშაძის პროცესი ჩაინიშნა

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში, „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დე­რის, გი­ორ­გი ვა­შა­ძის მი­მართ აღ­ძრულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი ჩა­ი­ნიშ­ნა. სა­უ­ბა­რია, ე.წ. სა­ბო­ტაჟ­სა და უცხო ქვეყ­ნის­თვის მტრულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის ბრალ­დე­ბა­ზე.

სა­სა­მარ­თლო ვა­შა­ძის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე იმ­სჯე­ლებს.

შე­გახ­სე­ნებთ, 2025 წლის 6 ნო­ემ­ბერს, გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სხვა­დას­ხვა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის ლი­დე­რე­ბის – მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის, გი­ორ­გი ვა­შა­ძის, ნიკა გვა­რა­მი­ას, ნიკა მე­ლი­ას, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძის, ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძი­სა და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყო.

გი­ორ­გი ვა­შა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია სა­ბო­ტა­ჟი­სა (318-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით – 2-დან 4 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა) და უცხო ქვეყ­ნი­სათ­ვის მტრულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში დახ­მა­რე­ბის (319-ე – 7-დან 15 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა) მუხ­ლე­ბით.

შე­გახ­სე­ნებთ იმა­საც, რომ გი­ორ­გი ვა­შა­ძემ სა­პა­ტიმ­რო 23 იან­ვარს და­ტო­ვა. მას სა­სა­მარ­თლოს მიერ შე­ფარ­დე­ბუ­ლი 7-თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის ვადა ამო­ე­წუ­რა. ამ შემ­თხვე­ვა­ში საქ­მე ეხე­ბო­და პარ­ლა­მენ­ტში შექ­მნილ სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე უა­რის თქმას.