შარმანაშვილი ფასებზე: “ხდება კარტერული გარიგებები”

“ოცნების” დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში კარტერული გარიგებები ნამდვილად ხდება. მისივე თქმით, საქართველოში მოქმედი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა ეფექტიანად არ მუშაობს, რის გამოც კარტელური გარიგებები, როგორც არალეგალურად, ისე ლეგალური გაერთიანებების ფორმითაც, ფაქტობრივად შეუფერხებლად მიმდინარეობს.

თენგიზ შარმანაშვილი აღნიშნავს, რომ კონკურენციის დასაცავად აუცილებელია არსებული სისტემის გადახედვა და გამკაცრება.

ეს ციფრები დადებულია და ეს ციფრები არაადეკვატურია. ასეთი სახის ურთიერთობები მსოფლიოში თითქმის არსად არ არის. ევროპაში ნამდვილად არ არის. ამიტომ, ეს უნდა დალაგდეს. მეორე, რაც შეეხება კარტერულ გარიგებებს, მე არ ვიცი რა საკანონმდებლო ცვლილებები იქნება დამატებით შესატანი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა ისე არ მუშაობს საქართველოში, როგორც უნდა მუშაობდეს. ხდება ეს კარტერული გარიგებები, ჩვენს თვალწინ ხდება, ზოგი ლეგალურად ხდება. ამ გაერთიანებებს აყალიბებენ. თქვენ თუ დაუკვირდებით, -ში და სხვა ქვეყნებშიც ზოგჯერ -ს ხელისუფლება უკრძალავს ორ დიდ კომპანიას გაერთიანებას და ეს ძალიან ხშირად ხდება ხოლმე. რატომ? იმიტომ, რომ კონკურენცია არ მოისპობს, იმიტომ, რომ არის კარტერული გარიგება, რომელიც არალეგალურად ხდება, მაგრამ შენ ისე არ უნდა გააკეთო, რომ ლეგალურად მისცე ამის საშუალება, – ამბობს თენგიზ შარმანაშვილი. 

ირაკლი აცხადებს, რომ კონკრეტულ პროდუქტზე ფასების ზრდასთან დაკავშირებით რამდენიმე ქართველი მწარმოებლის გარიგება შედგა. მისი მტკიცებით, მწარმოებლებმა აღნიშნულ პროდუქტზე ფასი ერთდროულად, 25%-ით გაზარდეს. ამის შესახებ “ოცნების” პრემიერმა სამთავრობო მედიის ეთერში ისაუბრა.

კობახიძის თქმით, უნდა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი კარტერულ გარიგებას. ამასთან, “ოცნების” პრემიერი აღნიშნავს, რომ საკითხი შესწავლა სუსის ჩართულობას საჭიროებს.

წყარო