კობახიძე ამტკიცებს, რომ სანქციები, რომელიც ალექსანდრე დარახველიძეს დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა დაუწესა, ადამიანის უფლებების დარღვევა და მას სრული უფლება აქვს ჟენევაში ადამიანის უფლებებში ისაუბროს.
“ოცნების“ პრემიერი დარახველიძეს “ღირსეულ პიროვნებას“ უწოდებს და მიიჩნევს, რომ მისი სანქცირება “სამარცხვინოა.
თქვენ იცით, რომ ეს სანქციები არის სამარცხვინო, თავად ეს სანქცია, რომელიც დაწესებულია ამ ღირსეული ადამიანის მიმართ, თავისთავად არის ადამიანის უფლებების დარღვევა. აქედან გამომდინარე, სანდრო დარახველიძეს შეუძლია აბსოლუტურად თამამად ისაუბროს ევროპელ ბიუროკრატებთან ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოში შექმნილ საგანგაშო ვითარებაზე დღეს ჟენევაში მოსმენაა ჩანიშნული. საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ სანქცირებული ალექსანდრე დარახველიძე ისაუბრებს.
დარახველიძეს მოუწევს დაამტკიცოს, რომ 2024 წლის აქციების დროს ისინი არ იყენებდნენ წამების და არაადამიანური მოპყრობის ელემენტებს დემონსტრანტების, ჟურნალისტების და ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ. მოსმენა საქართველოს დროით 17:30 ზეა ჩანიშნული.




