“კოდას” გენდირექტორი ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ კონკრეტულად კვერცხის შემთხვევაში, ფასების დაწევა, პაქტიკულად, შეუძლებელია. ზურაბ ჭუჭულაშვილი მწარმოებლებს შორის “კარტერულ გარიგებას” კატეგორიულად გამორიცხავს და ამბობს, რომ პროდუქციაზე ფასის 5.2%-ით გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღო.
არ ვიცი რა კარტერულ გარიგებაზეა საუბარი, რომელ პროდუქტზეა საუბარი არ ვიცით ჯერ. ფასებს რაც შეეხება, ზოგადად კარგი იქნება, ფასებმა რომ დაიწიოს პროდუქციაზე, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, ეს თითქმის შეუძლებელია. კვერცხი არ უნდა იყოს არავითარ შემთხვევაში, საერთოდ არ არის ლოგიკაში ჩვენთან მიმართებაში. ჩვენი პროდუქცია გაძვირდა 5.2%-ით. ეს მე გავაძვირე 5.2%-ით, სხვა კომპანიამ შეიძლება სხვა ფასი დაადო, ამიტომ მგონია, რომ სხვა პროდუქციაზეა საუბარი, – ამბობს ზურაბ ჭუჭულაშვილი.
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კონკრეტულ პროდუქტზე ფასების ზრდასთან დაკავშირებით რამდენიმე ქართველი მწარმოებლის გარიგება შედგა. მისი მტკიცებით, მწარმოებლებმა აღნიშნულ პროდუქტზე ფასი ერთდროულად, 25%-ით გაზარდეს. ამის შესახებ “ოცნების” პრემიერმა სამთავრობო მედიის ეთერში ისაუბრა.
კობახიძის თქმით, უნდა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი კარტერულ გარიგებას. ამასთან, “ოცნების” პრემიერი აღნიშნავს, რომ საკითხი შესწავლა სუსის ჩართულობას საჭიროებს.




