გივი თარგამაძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის პენიტენციური დაწესებულება დატოვა.
ცნობისთვის, თარგამაძეს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის 7-თვიანი პატიმრობა და 2 წლით საჯარო თანამდებობის დაკავების აკრძალვა მიესაჯა. ის 2025 წლის 27 ივნისს ვაკის პოლიციის განყოფილებასთან თავად მივიდა..
შეგახსენებთ, 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ ამავე მიზეზით დაკავებულმა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რუსთავის ციხე 23 იანვარს დატოვა.
პარტია გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, რომელიც ასევე წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დააპატიმრეს, ციხე 19 დეკემბერს დატოვა.




