საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი:
რუსთაველის თეატრში კულტურის მინისტრთან, ქალბატონ თიკა რუხაძესთან ერთად დავესწარი სპექტაკლს ,,მიჯაჭვული პრომეთე”.
უდიდესი ბედნიერებაა ჩვენი გამორჩეული და გენიალური რეჟისორის შემოქმედების ხილვა, რომელიც ყოველ ჯერზე ახალ ინტერპრეტაციას გვთავაზობს და გვაიძულებს, დავფიქრდეთ როგორც კაცობრიობის, ისე ერთი ადამიანის საზრისზე, ბედზე.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონ რობიკოს და რუსთაველის თეატრის დასს ამ უნიკალური სპექტაკლის შექმნისთვის.









