ვიკა ბუკია: აღმოჩნდა, რომ თანხის გადახდის დროს მევახშეები რამდენიმე თვით იკარგებიან, შესაბამისად …

““მევახშემ ვალი არ დაიბრუნა” დეფინიცია შემომხვდა. აღმოჩნდა, რომ თანხის გადახდის დროს მევახშეები რამდენიმე თვით იკარგებიან, შესაბამისად მათთვის პროცენტის გადახდა ვერ ხერხდება და ამგვარად უძრავი ქონების დაკარგვის რისკი დგება 😳
ბანკისგან განსხვავებით (რომელსაც მოგების ინტერესი აქვს) მევახშის ინტერესი, როგორც წესი, არის უძრავი ქონება. ამიტომაც მსესხებელი ყველაფერს აკეთებს სწორედ ამ მიზნის მისაღწევად და ამ ინტერესიდან უყურებს ნებისმიერს გასხვისებულ თანხას,” წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი .