ირაკლი კობახიძე: ბიზნესის თავისუფლება არის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი, რომლითაც ვამაყობთ 2012 წლის შემდეგ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, არ შევეხებით არავითარ შემთხვევაში ბიზნესის თავისუფლებას, მაგრამ…

„ბიზნესის თავისუფლება არის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი, რომლითაც ვამაყობთ 2012 წლის შემდეგ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, არ შევეხებით არავითარ შემთხვევაში ბიზნესის თავისუფლებას, მაგრამ, ამასთან ერთად, ბიზნესთან ერთად გვინდა ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე.
საქმე ეხება ბიზნესს. რა თქმა უნდა, ბიზნესი თავისუფალია და უნდა იყოს თავისუფალი. ნებისმიერი ბიზნესი ბუნებრივად არის ორიენტირებული მაქსიმალური მოგების მიღებისკენ, მაგრამ აქ შემოდის სოციალური ელემენტი, რაც განსაკუთრებით აქტუალურია, ბუნებრივია, პროდუქციის რეალიზების შემთხვევაში. ჩვენ, როგორც ხელისუფლებას გვაქვს განსაკუთრებული სოციალური პასუხისმგებლობა, რომ ბიზნესის თავისუფლებასთან ერთად, ვიზრუნოთ ამ სოციალური საკითხის მაქსიმალურად მოგვარებაზე.
ეს გვესახება ბიზნესთან თანამშრომლობის საფუძველზე. გვაქვს ჩვენი ხელწერა, ჩვენი მუშაობის სტილი, მათ შორის, ბიზნესის თავისუფლება არის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი, რომლითაც ვამაყობთ 2012 წლის შემდეგ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, არ შევეხებით არავითარ შემთხვევაში ბიზნესის თავისუფლებას, მაგრამ, ამასთან ერთად, ბიზნესთან ერთად გვინდა ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე“ — განაცხადა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირის“ ეთერში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში