დავით მათიკაშვილი სააკაშვილის განცხადებაზე – ნაცვლად იმისა, რომ მოინანიოს საკუთარი და მისი სისტემის მიერ ჩადენილი დანაშაულები, ის ეცადა კვლავ თავის გამართლებას, ისევ ტყუილებით და უსინდისობით ცდილობს საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყაროს

მიხეილ სააკაშვილს და მის სადისტურ რეჟიმს ხელები აქვს გასვრილი ქართველი ხალხის სისხლში. ჩვენ გვახსოვს მოკლული ახალგაზრდები თბილისის ქუჩებში და არა მხოლოდ. ჩვენ გვახსოვს მიტაცებული ბიზნესი, ჩვენ გვახსოვს წამება, რომელსაც სისტემური ხასიათი ჰქონდა 2012 წლამდე საქართველოს ციხეებში. ჩვენ გვახსოვს ოკუპანტისთვის გადაცემული ტერიტორიები, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა  მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც ის ინგა გრიგოლიას მიერ გადაცემაში ნათქვამ ფრაზას გამოეხმაურა – „ რეჟიმის დროს ირღვეოდა ადამიანის უფლებები“.

მათიკაშვილის განცხადებით, ნაცვლად იმისა, რომ სააკაშვილმა მოინანიოს მისი და მისი სისტემის მიერ ჩადენილი დანაშაული, გამოქვეყნებულ პოსტში კვლავ თავის გამართლებას ცდილობს.

„დანაშაულების კასკადია, რომლებიც მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ხალხს, ერს, თავზე დაატეხა და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ მისთვის სინდისს არანაირი ღირებულება არ გააჩნია. ის წარმოადგენს ჩვეულებრივ დამნაშავეს, კრიმინალს, რომელსაც საკუთარი ერის სისხლში აქვს ხელები გასვრილი და დღეს ცდილობს თავი გაიმართლოს. არადა ყველას ძალიან კარგად გვახსოვს მოკლული ახალგაზრდები, მოკლული ვაზაგაშვილი, ნაწამები მოლაშვილი და რომელი ერთი ჩამოვთვალო. რამდენი ათეულობით და ასეულობით მოკლული ახალგაზრდა და წამება, რომელზეც ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სტრასბურგში თქვა, რომ ის გაოგნებას ვერ მალავდა იმდენად სისტემური ხასიათი ჰქონდა 2012 წლამდე წამებას და ამავდროულად მიხეილ სააკაშვილი დემოკრატიის შუქურად იყო აღიარებული დასავლეთში. ეს არის ცინიზმი და დაცინვა ქართველი ხალხის, რაც მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ იკადრა და ამდენი დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ნაცვლად იმისა, რომ მოინანიოს, საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს, გაიხსენოს ყველაფერი მის მიერ ჩადენილი დანაშაულები და მისი სისტემის მიერ დანგრეული და აოხრებული ეს ქვეყანა, ის ნაცვლად ამისა, ეცადა კვლავ საკუთარი თავის გამართლებას ისევ ტყუილებით და უსინდისობით ცდილობს საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყაროს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მიერ მის გადაცემაში ნათქვამ ფრაზას: „მიხეილ სააკაშვილი რეჟიმის დროს ირღვეოდა ადამიანის უფლებები“, გამოეხმაურა და განმარტა „რა კატეგორიის ადამიანის უფლებები“ დაირღვა მისი მმართველობის პირობებში.

„მე არ ვამტკიცებ, რომ ცალკეული ადამიანების უფლებები არ ირღვეოდა – სამწუხაროდ კი, მაგრამ საერთო სურათი ასეთია, რომელსაც ბევრი ჯიუტად არ ამჩნევს. რა თქმა უნდა ქ.-ნი ინგა ამ პოსტს არ წაიკითხავს ეთერში, მაგრამ გთხოვთ თქვენ მაქსიმალურად გაავრცელოთ, მაქსიმალურად ბევრს უნდა გავაგებინოთ სიმართლე!

დიდი დაგვიანებით, მაგრამ ახლა მაინც უნდა შევებრძოლოთ წარსულის ბნელი ეპოქის რევანშისტულ რიტორიკას, სწორედ იმიტომ, რომ ის ეპოქა დაბრუნდა ყველაზე ცუდი სახით და ესენი კიდევ მე მსაყვედურობენ რამეს, აღარაფერი აღარ უნდა გავატარო“,- წერს სააკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ