ყველაზე მეტი “ქეში” – ივანიშვილის ქონება 6,62 მილიარდამდე გაიზარდა – Bloomberg

“ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ქონება 6.62 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, – განახლებული ინფორმაცია Bloomberg Billionaires Index-ზე არის ხელმისაწვდომი.
იგი ახლა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში ახლა 383-ე ადგილს იკავებს.
გამოცემის ცნობით, ივანიშვილს ქონების ყველაზე დიდი ნაწილი ნაღდი ფულის სახით აქვს. საერთო ჯამში, ივანიშვილი 5,58 მილიარდი დოლარის ოდენობის ნაღდ ფულს ფლობს. ამავე მონაცემებით, ივანიშვილს 1 მილიარდი ხელოვნების ნიმუშებში აქვს დაბანდებული, 45 მილიონი კი უძრავ ქონებაში.
Bloomberg აღნიშნავს, რომ ქართველი მილიარდერის ქონების შესახებ მონაცემები დაბალი სანდოობისაა და ამიტომაც ის მხოლოდ 1 ვარსკვლავით არის შეფასებული.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე