ჯორჯია მელონი: მჯერა, რომ ტრამპს შეუძლია წვლილი შეიტანოს უკრაინისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევაში, რის შემდეგაც ჩვენც შევძლებთ საბოლოოდ წარვადგინოთ ის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე

“მჯერა, რომ ტრამპს შეუძლია წვლილი შეიტანოს უკრაინისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევაში, რის შემდეგაც ჩვენც შევძლებთ საბოლოოდ წარვადგინოთ ის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე” – ამის შესახებ იტალიის პრემიერმინისტრმა ჯორჯია მელონიმ გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან შეხვედრის დროს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც CNN ავრცელებს.
-თან ურთიერთობებთან დაკავშირებით, მელონიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „ -თან თანამშრომლობის სურვილი მტკიცე რჩება“, განსაკუთრებით იმიტომ, რომ იტალია და გერმანია „ევროპის იმ ერებს შორის არიან, რომლებიც აშშ-თან პრივილეგირებულ ურთიერთობებს ინარჩუნებენ, ნაწილობრივს იმის წყალობით, რომ მათ ქვეყნებში ამერიკული ბაზებია“.