გია გაჩეჩილაძე: იმაზეც მომეშალა ნერვები ამ საბავშვო საჭმელებზე, რომ კონტროლი აამოქმედეს და ახლა, რომ თქვეს არ იყიდოთო ეს და ეს [ბრენდის] ბავშვების საჭმელი ძალიან კარგია…

“კორუფციასთან ბრძოლაც რომ დაიწყეს, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. რომ არ დაეწყოთ უკეთესი იქნებოდა?! რომ დაიწყეს ეს არის ზუსტად ძალიან მაგარი და ხვალ და ზეგ, უკვე აღარ იქნება. რაც არ უნდა გააკეთონ, რაც არ უნდა მოხდეს, რა კეთილი საქმით და ინიციატივითაც არ უნდა გამოვიდნენ, არაფერი ამათ არ მოსწონთ. აი მილიონებს იპარავენო. როდესმე ხო უნდა დაეწყოთ რომ გაჩერებულიყო ეს?! ყველა ქვეყანაში არის კორუფცია, აბსულუტურად ყველაში, რაღაც კატეგორიების მიღედვით – ზოგან 2%, ზოგან 7, ზოგან 8, 10, უფრო მეტიც და უფრო ნაკლებიც, მთავარია რაღაც ნაბიჯი გადადგა. ეს ნაბიჯის გადადგმაა ძალიან მაგარი. გასაგებია, ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა და ხდებობდა აქამდე, მაგრამ ვერავინ 30 წლის განმავლობაში ვერ გარისკა კორუფციასთან ბრძოლა. […]
ეს სუპერმარკეტები, რაც დღეს არის, სულ მაგათია, ხომ არ გგონიათ, რომ ვინმე სხვისია ან ჩვეულებრივი ადამიანისაა?! ისევ მაგათია, ნაცებისაა ყველაფერი, იმიტომ რომ დაუტოვეს და არ შეხებიან მაგათ არაფერს და ესენი ეწევიან საბოტაჟს, რომ ფასები ძვირი იყოს, მაგრამ მოგეხედებათ თქვენც აუცილებლად.
იმაზეც მომეშალა ნერვები ამ საბავშვო საჭმელებზე, რომ კონტროლი აამოქმედეს და ახლა, რომ თქვეს არ იყიდოთო ეს და ეს [ბრენდის] ბავშვების საჭმელი ძალიან კარგია, კი ბატონო, ეს რომ თქვით და უთხარით მოსახლეობას, მაგრამ აქამდე რას აკეთებდა ეს პროდუქტის კომისია, თუ საერთოდ ჰქვია ამას კომისია და რამეს ამოწმებდნენ. ახლა რომ დაიწყეთ ესეც ძალიან მაგარია, მაგრამ იმ უკვე გაზრდილმა ბავშვებმა რა ქნან, ვისაც ეს პროდუქცია აქვს ნაჭამი?!” – თქვა  გია გაჩეჩილაძემ [უცნობი] საკუთარ გადაცემაში.