რატომ არის 2026 წლის პროგნოზები საეჭვოდ პოზიტიური? – პლანეტებმა ბოლოს და ბოლოს ბედნიერებისკენ აიღეს კურსი

2025 წლის დე­კემ­ბრი­დან ყვე­ლა­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იმე­დით ვე­ლო­დით 2026 წლის დად­გო­მას. “მწვა­ნე ხის გველ­მა” ბევ­რს და­ა­წყვი­ტა ნერ­ვე­ბი, “წი­თე­ლი ცე­ცხლო­ვა­ნი ცხე­ნი” კი ნა­ნატრ შვე­ბას, თუ ბედ­ნი­ე­რე­ბას არა, სიმ­შვი­დეს მა­ინც გვპირ­დე­ბა.

გა­სუ­ლი წელი “გან­დე­გი­ლის” არ­კა­ნის ქვეშ გა­დი­ო­და, რა­მაც თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს აი­ძუ­ლა შე­ნე­ლე­ბუ­ლი­ყო, გან­მარ­ტო­ე­ბუ­ლი­ყო და სა­კუ­თარ ში­შებს პი­რის­პირ შეხ­ვედ­რო­და. 2026 წელი კი “ბე­დის ბორ­ბა­ლის” გა­ნა­ცხა­დით მო­დის – ის გვპირ­დე­ბა წინსვლას ყვე­ლა სფე­რო­ში, პო­ზი­ტი­ურ გან­წყო­ბას და ძვე­ლი გეგ­მე­ბის აღ­სრუ­ლე­ბას.

ას­ტრო­ლო­გე­ბი ერ­თხმად ამ­ბო­ბენ: ყვე­ლა­ფე­რი იმა­ზე უკეთ იქ­ნე­ბა, ვიდ­რე აქამ­დე იყო. ჩვენ კი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­ცი­ვარ­ზე წლის სიმ­ბო­ლოს მაგ­ნი­ტი უკვე მი­ვა­კა­რით, მა­ინც სკეპ­ტი­კუ­რად ვუ­ყუ­რებთ ამ ყვე­ლა­ფერს. რა­ტომ გვე­ში­ნია პო­ზი­ტი­უ­რი პროგ­ნო­ზე­ბის და ღირს თუ არა კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის ჩარ­თვა? მო­დით, ერ­თად გა­ვარ­კვი­ოთ.

კარ­მუ­ლი ძი­ლი­დან ბედ­ნი­ერ აფეთ­ქე­ბამ­დე

ალ­ბათ შე­ამ­ჩნევ­დით, რომ “შავი ზოლი” კა­ცობ­რი­ო­ბას 2020 წლი­დან სდევს. ატ­მოს­ფე­რო სულ უფრო იძა­ბე­ბო­და, გლო­ბა­ლუ­რი ნდო­ბა იკარ­გე­ბო­და. ას­ტრო­ლო­გებს ეს არც უკ­ვირ­დათ, რად­გან პან­დე­მი­ის პე­რი­ოდს სა­ტურ­ნი-პლუ­ტო­ნის შე­ერ­თე­ბა და­ემ­თხვა თხის რქა­ში.

 

2025 წელი ერ­თდრო­უ­ლად იყო კულ­მი­ნა­ცი­აც და და­სას­რუ­ლიც. ისე­თი შეგ­რძნე­ბა გვქონ­და, თით­ქოს სამ­ყა­რო კოშ­მა­რუ­ლი სიზ­მრი­დან ვერ იღ­ვი­ძებ­და. ნეპ­ტუ­ნი­სა და სა­ტურ­ნის გა­დას­ვლამ ვერ­ძში, შემ­დეგ კი თევ­ზებ­ში დაბ­რუ­ნე­ბამ, ბევ­რი ჩვენ­გა­ნი გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში და­ტო­ვა. ეს იყო “გე­ნე­რა­ლუ­რი რე­პე­ტი­ცია” იმ დიდი სი­ნათ­ლის წინ, რაც 2026 წელს უნდა მოჰ­ყვეს.

როცა ცე­ცხლი წყალს ანაც­ვლებს

პო­ზი­ტი­უ­რი პროგ­ნო­ზე­ბის მი­მართ ეჭვი გა­სა­გე­ბია, თუმ­ცა ას­ტრო­ლო­გი­ას უკვე აქვს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი. მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი წყლის სტი­ქი­ი­დან ცე­ცხლზე გა­დას­ვლაა. ეს ნიშ­ნავს, რომ საქ­მის გა­და­დე­ბა წარ­სულ­ში რჩე­ბა – გა­დავ­დი­ვართ კონ­კრე­ტულ მოქ­მე­დე­ბებ­ზე.

ადა­მი­ა­ნე­ბი აღარ იგ­რძნო­ბენ იზო­ლა­ცი­ას და სე­რი­ო­ზუ­ლად და­ფიქ­რდე­ბი­ან თა­ვი­ანთ როლ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. კი­თხვას – “რა ხდე­ბა ამ პლა­ნე­ტა­ზე?” – ჩა­ა­ნაც­ვლებს კი­თხვა – “რა შე­მიძ­ლია მე გა­ვა­კე­თო?”. პირ­ვე­ლად მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გი­გან­ტი პლა­ნე­ტე­ბი (პლუ­ტო­ნი, ნეპ­ტუ­ნი, ურა­ნი და სა­ტურ­ნი) პო­ზი­ტი­ურ ას­პექ­ტებს ქმნი­ან, რაც კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ეპო­ქის და­სა­წყი­სია.

ნეპ­ტუ­ნი და სა­ტურ­ნი ვერ­ძში: გა­მო­ფხიზ­ლე­ბის დროა

ბოლო ორი წელი ეს პლა­ნე­ტე­ბი თევ­ზებ­ში იყ­ვნენ – ილუ­ზი­ე­ბის, “ფილტრე­ბის” და ფან­ტა­ზი­ე­ბის სამ­ყა­რო­ში. ამი­ტო­მაც გახ­და მის­ტი­ციზ­მი და ტარო ასე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი. თუმ­ცა, ამა­ვე დროს, და­ვი­კარ­გეთ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ა­ში და ხში­რად მსხვერ­პლის როლს ვირ­გებ­დით.

 

26 იან­ვრი­დან ნეპ­ტუ­ნი სა­ბო­ლო­ოდ გა­და­დის ვერ­ძში, თე­ბერ­ვალ­ში კი მას სა­ტურ­ნიც შე­უ­ერ­თდე­ბა. ეს კო­ლა­ბო­რა­ცია ხსნის დიდ 14 წლი­ან ციკლს, რო­მე­ლიც ფან­ტა­ზი­ე­ბი­დან მი­წა­ზე დაგ­ვაბ­რუ­ნებს. მო­მა­ვა­ლი აღარ იქ­ნე­ბა აბ­სტრაქ­ტუ­ლი, მიზ­ნე­ბი გახ­დე­ბა მკა­ფიო და გაჩ­ნდე­ბა მათი სწრა­ფად მიღ­წე­ვის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა. ჩვენ ვიბ­რუ­ნებთ სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის პატ­რო­ნის სტა­ტუსს.

იუ­პი­ტე­რი: ნა­ხე­ვა­რი წელი კირჩხიბ­ში, ნა­ხე­ვა­რი – ლომ­ში

ივ­ნი­სის ბო­ლომ­დე: იუ­პი­ტე­რი კირჩხიბ­შია. ეს აძ­ლი­ე­რებს კომ­ფორ­ტის, უსაფრ­თხო­ე­ბის და ფეს­ვებ­თან დაბ­რუ­ნე­ბის სურ­ვილს. ბევ­რი და­ინ­ტე­რეს­დე­ბა საგ­ვა­რე­უ­ლო ის­ტო­რი­ით.

1 ივ­ლი­სი­დან: იუ­პი­ტე­რი ლომ­ში გა­და­დის. ეს არის “ფე­რა­დი აფეთ­ქე­ბა” – ფუ­ფუ­ნე­ბის, ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნის და სიყ­ვა­რუ­ლის ბუმი. გა­გიჩ­ნდე­ბათ სურ­ვი­ლი, იბრწყი­ნოთ, ეფ­ლირ­ტა­ოთ და შექ­მნათ ყო­ველ­გვა­რი ში­შის გა­რე­შე.

ურა­ნი ტყუ­პებ­ში და პლუ­ტო­ნი მერ­წყულ­ში

ურა­ნი აპ­რი­ლი­დან იწყებს 6.5-წლი­ან მოგ­ზა­უ­რო­ბას ტყუ­პებ­ში. ეს ნიშ­ნავს ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­ცე­მის რე­ვო­ლუ­ცი­ურ გზებს. ცხოვ­რე­ბა თით­ქოს “X2” სიჩ­ქა­რე­ზე გა­და­ირ­თვე­ბა. პლუ­ტო­ნი კი მერ­წყულ­ში აგ­რძე­ლებს თა­ვის 20-წლი­ან ციკლს – ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი და ციფ­რუ­ლი სამ­ყა­რო ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი გახ­დე­ბა, თუმ­ცა მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა ადა­მი­ა­ნო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა იქ­ნე­ბა.

 

რეტ­როგ­რა­დუ­ლი პე­რი­ო­დე­ბი და დაბ­ნე­ლე­ბე­ბი

2026 წელს მერ­კუ­რის სამი რეტ­როგ­რა­დუ­ლი პე­რი­ო­დი გვექ­ნე­ბა და ერ­თიც – ვე­ნე­რა­სი. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ყვე­ლა მათ­გა­ნი წყლის ნიშ­ნებ­ში მოხ­დე­ბა. ეს დაგ­ვეხ­მა­რე­ბა წლის სა­ერ­თო “ცე­ცხლო­ვა­ნი” ენერ­გი­ის და­ბა­ლან­სე­ბა­ში. ეს იქ­ნე­ბა დრო, როცა უნდა გა­ვი­აზ­როთ ჩვე­ნი ემო­ცი­უ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა დაბ­ნე­ლე­ბებს – წელს სულ 4 იქ­ნე­ბა. ისი­ნი ყვე­ლა სტი­ქი­ას შე­ე­ხე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მო­მენ­ტა­ლუ­რად ყვე­ლა იგ­რძნობს და­ძა­ბუ­ლო­ბას, მაგ­რამ ეს პრო­ცე­სე­ბის დაჩ­ქა­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. სამ­ყა­რო გვე­უბ­ნე­ბა: “დრო აღარ იც­დის, ახლა მოქ­მე­დე­ბის და დიდი ცვლი­ლე­ბე­ბის დროა!”

რჩე­ვა : ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ ამ პო­ზი­ტი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის. 2026 წელი არის შან­სი, რომ ილუ­ზი­ე­ბი­დან რე­ა­ლურ მოქ­მე­დე­ბებ­ზე გა­და­ვი­დეთ და სა­კუ­თა­რი ბედ­ნი­ე­რე­ბა ჩვე­ნი­ვე ხე­ლით ავა­შე­ნოთ.