-ის სახაზინო დეპარტამენტი: აშშ ირანის “ჩრდილოვანი ფლოტის” წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს

სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, მშვიდობიანი დემონსტრანტების სასტიკი დარბევების გამო, შეერთებული შტატები ირანის “ჩრდილოვანი ფლოტის” წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს.

-ის სახაზინო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ OFAC-ი მიზნად ისახავს “ჩრდილოვანი ფლოტის” 9 გემს და მათ შესაბამის მფლობელებს ან მმართველ ფირმებს.

დღეს, ირანის რეჟიმის მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკი დარბევისა და ინტერნეტზე წვდომის სრული გათიშვის ფონზე, რათა დაემალა ირანელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობა, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი ზრდის ზეწოლას რეჟიმის ჩრდილოვან ფლოტზე.

OFAC-ი მიზნად ისახავს ჩრდილოვანი ფლოტის ცხრა გემს და მათ შესაბამის მფლობელებს ან მმართველ ფირმებს, რომლებმაც ერთობლივად გადაიტანეს ასობით მილიონი დოლარის ღირებულების ირანული ნავთობი და ნავთობპროდუქტები უცხოურ ბაზრებზე,” – წერია განცხადებაში.