არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი, შეიხი აბდულა ბინ ზაიდ ალ-ნაჰიანი, მიესალმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რუსეთს, უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების ჩატარებას. მან იმედი გამოთქვა, რომ ეს მოლაპარაკებები წვლილს შეიტანს კრიზისის დასრულებისკენ ნაბიჯების გადადგმაში, რომელიც თითქმის ოთხი წელია გრძელდება და უზარმაზარი ადამიანური ტანჯვა გამოიწვია“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების სამმხრივი საუბრები უკვე დაიწყო და ორი დღე გაგრძელდება.




