8,5 მლნ ლარი თავისუფლების სანაცვლოდ – რა პირობებს უყენებს პროკურატურა რომეო მიქაუტაძეს

რვა ნახევარი მილიონი ლარი თავისუფლების სანაცვლოდ – პროკურატურა აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” ყოფილი მაღალჩინოსნის საქმეზე საპროცესო შეთანხმებაზე მხოლოდ ამ პირობით არის მზად.

პროკურორმა დღეს პირდაპირ თქვა, რომ საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად ბრალდებულმა დანაშაული უნდა აღიაროს და ზიანი აანაზღაუროს.

საპროცესო შეთანხმება რომ გაფორმდეს, ამისთვის უნდა არსებობდეს გარკვეული წინაპირობები. უნდა ანაზღაურდეს მიყენებული ზიანები, ბრალდებულმა უნდა აღიაროს ჩადენილი დანაშაული, უნდა მოგვმართოს ამის შესახებ პროკურატურას. არცერთი ასეთი წინაპირობა სახეზე არ არის, – თქვა პროკურორმა. 

ადვოკატი ამბობს, რომ ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით ბრალდების მხარეს ჯერ მათთვის არ მიუმართავს. ინტერესების დამცველი ასევე ამტკიცებს, რომ ზარალი არავის მიადგა, შესაბამისად, გაიგებარია, რა ზარალის ანაზრაურებაზე საუბრობს ბრალდება.

მათაც აქვთ უფლება, რომ შესთავაზონ ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება. არც მათ მოუმართავთ ჩვენთვის, რომ ასეთი მზაობა არსებობს. თუ მომავალში რაიმე შეიცვლება, განვიხილავთ და გავცემთ პასუხს. ვის მიადგა ზარალი? თუ, მაგალითად, რომეო მიქაუტაძემ ბიზნესსაქმიანობით იშოვა გარკვეული თანხები და ამ თანხებით იყიდა გარკვეული ქონება, ამით ზარალი ვის მიადგა?, – თქვა ადვოკატმა. 

დღევანდელ სასამართლო პროცესზე საბრალდებო უწყებას 6 მოწმე ჰყავდა მოყვანილი, რომელთაც ჩვენება ეკონომიკის მინისტრის ბრალდებული ექს მოადგილის წინააღმდეგ უნდა მიეცათ. ამის მიუხედავად, მიქაუტაძის ავდოკატებმა მოსამართლეს მიმართეს შუამდგომლობით და თქვეს, რომ მათ მოწმეთა გამოკითხვა არ სურდათ. ინტერესების დამცველებმა თქვეს, რომ დროის კარგვა აღარ სურდათ, რადგან ჩენებების მიცემის პირველ ეტაპზე ყველა ჩვენება რომეო მიქაუტაძის სასარგებლოდ იქნა მიცემული.

ამავე სხდომაზე ადვოკატებმა მეორე შუამდგომლობაც დააყენეს და ბრალდებული ექსმაღალინოსნის გათავისუფლება მოითხოვეს, თუმცა ნინო გალუსტაშვილმა ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

წყარო