სოხუმში ოკუპირებული აფხაზეთის საწვავის ასოციაციის მიერ ორგანიზებული მიტინგი ტარდება, რომლის მონაწილეები რუსული კომპანიის მიერ ბაზრის მონოპოლიზაციას და საწვავზე ფასის ზრდას აპროტესტებენ. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
ტელეგრამ-არხები იუწყებიან, რომ აქციის ორგანიზატორები სოხუმის ე.წ. პრემიერ-მინისტრთან ალექსანდრე ანქვაბთან შეხვედრას მართავენ.
16 დეკემბერს რუსეთის მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვით ოკუპირებულ აფხაზეთში ნავთობპროდუქტების ექსკლუზიური მიმწოდებელი კომპანია „როსნეფტი“ გახდა. ამის გამო აფხაზეთში რამდენიმე ბანზინგასამართმა სადგურმა მუშაობა შეწყვიტა, ხოლო „როსნეფტის“ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი გაიზარდა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში შემოსატანი ნავთობპროდუქტები ფსოუს საზღვრის მახლობლად უკვე ერთ თვეზე მეტია გაჩერებულია.