სასამართლომ ტროტუარზე დგომის გამო ნუკრი კაკულია 4 დღიან პატიმრობაში გაუშვა – გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ გამოაცხადა

სასამართლომ ტროტუარზე დგომის გამო ნუკრი კაკულია 4 დღიან პატიმრობაში გაუშვა – გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ გამოაცხადა.

დილიდან ხალხს პატიმრობაში ერთმანეთის მოყოლებით ტროტუარზე დგომის გამო უშვებენ. 4-4 დღიან პატიმრობაში გაუშვა მოსამართლე დავით მაკარიძემ სამოქალაქო აქტივისტები, სანდრო მეგრელიშვილი და დიმიტრი ჯამბურია.  ხოლო 5 დღიანი პატიმრობა შეუფარდა ლუკა ნაგლიაშვილს.

ასევე მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა მიხეილ ზაქარეიშვილი.

ტროტუარზე დგომის გამო გასამართლების მოლოდინში არიან ასევე სხვა აქტივისტებიც.

 

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრეი სიბიგა ვიქტორ ორბანის განცხადებაზე: ეს გეგმა წარუმატებლობისთვისაა განწირული, ბატონო ორბან, თქვენი პატრონი მოსკოვში 100 წელს ვერ გაძლებს, თუნდაც მზად იყოთ მას ყველა თქვენი ორგანო შესწიროთ

ვოლოდიმირ ზელენსკი: თუ ჩვენ ვსაუბრობთ ევროპის არმიაზე, მისი საფუძველი შეიძლება უკრაინული არმია გახდეს. დღეს უკრაინას ჰყავს ყველაზე მრავალრიცხოვანი, ძლიერი და გამოცდილი არმია ევროპაში