: მანამდე ეკითხა ამ შათირიშვილს და ვეტყოდით, ვინმე აუხსნიდა, რომ რუსეთის უძლეველობის შესახებ მითი დიდი ხანია დანგრეულია საბედნიეროდ

პარტია “კანონი და სამართალი”-ს ლიდერი :
ზ. შათირიშვილის ტექსტის მოკლე შინაარსი პუტინის მისამართით: სირიაში შენ ვერ ივარგეო, ვენესუელაში ვერაფერი ქენიო, ირანშიც ვერაფერიო, ჰოდა არ მომწონს “მაგი ამბავი” მეო, ანუ “მამენტ” ვერც მე მიშველიო.
ა, ეს იყო სულ. ჰოდა, მანამდე ეკითხა ამ შათირიშვილს და ვეტყოდით, ვინმე აუხსნიდა, რომ რუსეთის უძლეველობის შესახებ მითი დიდი ხანია დანგრეულია საბედნიეროდ.
გამიხარდა გულწრფელად (დედას გეფიცებით) შათირიშვილის ეს მიმართვა, რაც უფრო დროზე მიხვდება რუსულ “კაგებეშნიკურ ფეიკს” პუტინის უძლეველობის და მონოლითურობის შესახებ ნებისმიერი, უკეთესი იქნება.
კი ბატონო, იყო ერთ დროს რუსული იმპერია შემაძრწუნებლად ძლიერი, მაგრამ არა ახლა, ყველაზე ცუდი პერიოდი აქვს ამ “გახრწნილ ძირგამომპალ იმპერიას” და ეს გამოსაყენებელია საჩვენოდ -საქართველოსთვის!
საქართველოა, ეს არ დაგავიწყდეს ბიჭო!
სამაჩაბლო საქართველოა, ეს არ დაგავიწყდეს გოგო!
ეს არ დაგავიწყდეს კაცო!
ეს არ დაგავიწყდეს (როგორც დიდი ილია იტყოდა) დედაკაცო !
ეს არ დაგავიწყდეს საქართველოვ!

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა რიჟამაძე – ევროპის ბაზრები მნიშვნელოვნად დიდია და ფასთა შორის სხვაობაც დიდი იქნება, მაგ დონემდე ცვლილება შეუძლებელია – რეგულირება ეხება არა ფასს, არამედ ურთიერთობას და აწესებს ჩარჩოებს, რის ფარგლებშიც შესაძლებელია, რომ კომპანიებმა ფასი დასწიონ