იური უშაკოვი: ტერიტორიული საკითხის გადაწყვეტის გარეშე უკრაინის კრიზისის გრძელვადიანი მოგვარება არ მოხდება

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინსა და -ის წარმომადგენლებს შორის გამართულ მოლაპარაკებებზე დადასტურდა – ტერიტორიული საკითხის გადაწყვეტის გარეშე უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობა ვერ მიიღწევა.

„მთავარი ის არის, რომ ჩვენი პრეზიდენტისა და ამერიკელებს შორის ამ მოლაპარაკებების დროს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ტერიტორიული საკითხის ანკორიჯში შეთანხმებული ფორმულის მიხედვით გადაწყვეტის გარეშე, გრძელვადიანი მოგვარების მიღწევაზე იმედის დამყარება არ ღირს“, – განაცხადა უშაკოვმა.

მისი თქმით, გააგრძელებს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნების მიღწევას, ვიდრე კონფლიქტი პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით არ მოგვარდება.

„ჩვენ, როგორც ვლადიმერ პუტინმა ხაზი გაუსვა, გულწრფელად ვართ დაინტერესებული უკრაინის კრიზისის პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით მოგვარებით. მაგრამ სანამ ეს არ მოხდება, გააგრძელებს სპეციალური სამხედრო ოპერაციისთვის დასახული მიზნების თანმიმდევრულად მიღწევას“, — აღნიშნა უშაკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩერგოლეიშვილი: ბიძინა ივანიშვილი ახლა ისეთ მდგომარეობაშია, რომ უკან დახევის ფუფუნება არ აქვს. რეპრესიებით უჭირავს ეს ყველაფერი და რეპრესიები თუ აუშვა, მაშინ იწყება ზუსტად ავტოკრატებისთვის საშიში დრო, ჩამოინგრევიან