ქუთაისის საქალაქო სასამართლომ “ქურდული სამყაროს” წევრობაში, გამოძალვასა და გამოძალვაში დახმარებაში ბრალდებულ 5 პირს, აღკვეთის ღონისძიებად, პატიმრობა შეუფარდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ “ქურდული სამყაროს“ წევრობაში, გამოძალვასა და გამოძალვაში დახმარებაში ბრალდებულ 5 პირს პატიმრობა, აღკვეთის ღონისძიების სახით, შეუფარდა. გამოძიების ინფორმაციით, 2500 დოლარის გამო, დაკავებულების მიერ, მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ერთ-ერთი მოქალაქის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება იგეგმებოდა.
დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ დანაშაული თავად ბრალმდებელმა ჩაიდინა. პროკურატურა დაკავებულებისათვის პატიმრობის, ხოლო დაცვის მხარე 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – სკოლებში სწავლას იწყებს 45 ათასი პირველკლასელი, 30-მდე განახლებულ სკოლაში დაიწყება სწავლა, წარმატებით დავიწყეთ სახელმძღვანელოების განახლების პროგრამა, მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება მათ შორის ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს

დიღმის მასივის V კვარტლის V და Vა კორპუსების მიმდებარედ ავტოფარეხების დემონტაჟის პროცესი ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციისა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხორციელდება