20 ივნისის საქმეზე გასაიდუმლოებული მასალების განსაიდუმლოებაზე უარი გვითხრეს, რაც ნიშნავს, რომ ვიღაცას აფარებენ ხელს – გახარიას ადვოკატი

20 ივნისის საქმეზე სასამართლოს ექს პრემიერი დისტანციურად არ ჩაერთეს. გიორგი გახარიას ჩართვის  შუამდგომლობა დღეს მისმა ადვოკატმა დააყენა.  ბერდია სიჭინავას ასევე უარი ეთქვა სასამართლოში მოწმის სახით ივანიშვილის და კობახიძის გამოკითხვაზეც.

სწორედ ამიტომ, ადვოკატი ამბობს, რომ  წინასასამართლო სხდომაზე არცერთი მტკიცებულება არ უნდა იქნას დაშვებული, რომელიც სახელმწიფო თანამდებობის პირების შეცვლილ რიტორიკას და განცხადებებს შეიცავს 20 ივნისთან დაკავშირებით.

20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით, თქვენ იცით, რომ დავაყენეთ შუამდგომლობა გიორგი გახარიას პროცესზე დისტანცირუად ჩართვასთან დაკავშირებით. ეს არის ბრალდებულის ფუნდამენტური უფლება და იმაზე კომიკური შეფასება პროკურატურის მხრიდან არაფერია, საუბარი იმაზე ვერ დავასაბუთეთ თითქოს დაცვის მხარემ. ბრალდებულის უფლებაა, მიიღოს მონაწილეობა მის სასამართლო პროცესში და შესაბამისად, პროკურატურის პოზიცია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული. ეს არ არის პირველი შემთხვევა. არანაირი მოლოდინი სამართლიანი გადაწყვეტილების არ  გვაქვს. ამ საქმეზე იცით, რომ არაერთი შუამდგომლობაა დაყენებული, მათ შორის, ივანიშვილის, კობახიძის, მდინარაძის და სხვა პირების გამოკითხვასთან დაკავშირებით, რომელიც არც პროკურატურამ დააკმაყოფილა, არც პირველი ინსტანციის სასამართლომ, არც სააპლაციომ. შესაბამისად წინასასამართლო სხდომაზე არაერთი მტკიცებულება, რომელიც შეიცავდა კონკრეტული სახელმწიფო თანამდებობის პირების პოზიციას 20 ივნისთან დაკავშირებით შეცვლილ რიტორიკას, შეცვლილ განცხადებებს,  რომელიც სახელმწიფოს პოზიციას გამოხატავდა 2019 წელსაც და სახელმწიფო პოზიციას გამოხატავს 2024 წელსაც, აღნიშნული არცერთი მტკიცებულება არ იქნა დაშვებული. აქ ბუნებრივია სიმართლის კუნძულის ძიება ყოველგარ საფუძველსმოკლებულია. ჩვენ უბრალოდ ჩვენს ხელთარსებულ ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ  აუცილებლად გაშიშვლდეს ის მართლმსაჯულება, რომელიც დღეს ივანიშვილის შურისძიების მიზნით მოქმედებს გიორგი გახარიას წინააღმდეგ.

სიჭინავას თქმით, 20 ივნისის საქმეზე არის გასაიდუმლოებული მასალების ნაწილი, რომლის განსაიდუმლოებაზეც დააყენა მან შუმადგომლობა, რომელიც აგრეთვე არ დაუკმაყოფილეს.

თუ ამდენი დასამალი აქვთ ამ სისხლის სამართლის საქმეზე, ბუნებრივია ესეიგი ვიღაცას აფარებენ ხელს – აცხადებს იურისტი და ჩაკითვების მიუხედავად, მეტი კონკრეტიკისგან თავს იკავებს.

საქმე გიორგი გახარიას წინააღმდეგ – არც 20 ივნისის და არც ჩორჩანას საქმე არ არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული. მეტსაც გეტყვით, 20 ივნისის საქმეზე არის გასაიდუმლოებული მასალების ნაწილი, რომლის განსაიდუმლოებაზე ვიშუამდგომლეთ – გახსნა და გასაჯაორება, რომელიც ასევე არ დააკმაყოფილა პროკურატურამ. თუ ამდენი დასამალი აქვთ ამ სისხლის სამართლის საქმეზე, ბუნებრივია ესეიგი ვიღაცას აფარებენ ხელს. გახსნასნ მტკიცებულბები, მისცენ გიორგი გახარიას დისტანციურად ჩართვის უფლება და ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ სამართლიანი მართლმსაჯულების მარცვალზე”, – აცხადებს ბერდია სიჭინავა. 

გახარიას ადვოკატი ასევე საუბრობს შერჩევით სამართალზე და აცხადებს, რომ გამოთხოვილი მასალების მიწოდებაზე დაცვის მხარეს უარს ეუბნებიან, მაშინ როცა ბრალდების მხარეს ამის პრობლემა არ აქვს.

გიორგი გახარიას დაკითხვის შუმადგომლობა ჯერ კიდევ წინ არის. შესაბამისი დრო რომ მოვა, ამ შუამდგომლობას აუცილებლად დავაყენებთ. დღეს ორმაგი სტანდარტის ცალსახა მაგალითი იყო მაგალითად, როდესაც ჩვენ გამოთხოვილი მასალა, საუბარია შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებაზე აქციების მართვასთან დაკავშირებით, რომელიც -ს არ მოგვაწოდა. 21 იანვარს გაგზავნა მოთხოვნა ამასთან დაკავშირებით პროკურატურამ და 22 იანვარს მიიღეს. აი ასეთი შერჩევითი მართლმსაჯულება არსებობს. ეს არის გიორგი გახარიას საჩვენებელი დასჯა”, – აცხადებს ბერდია სიჭინავა. 

ცნობისთვის, გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ორ პირზე მეტის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: საქართველოს დავოსში არმიწვევა ნიშნავს, რომ ქვეყანა არის სხვა სახელმწიფოს სატელიტი და “რა საჭიროა?” – ნახეთ ზანგეზურის დერეფანი, ტრამპის მარშრუტი, ალიევის განცხადება, ამ ყველაფრიდან ამოვარდნილი ვართ, აღარ ვართ საინტერესო

ნუგზარ წიკლაური: იცნობთ ქვეყანას სამყაროში, სადაც ფასებს სუს-ი არეგულირებს? გვახსოვს ბრეჟნევის კარაქის, ყველის და პურის ტალონები, აქეთკენ მიდის „ოცნება“ – დებატებზე კი არ გამოვრიცხავ, რომ მთავრობა და „უქარქაშო ხმლები“ „ხალხის ძალის“ სახით დასხდნენ