“სანამ ნაციონალურ მოძრაობაში ვიყავი, ბანკებისთვის მევახშეს არ ვაძახებინებდი” – გოცირიძე

სანამ ნაციონალურ მოძრაობაში ვიყავი, ბანკებისთვის მევახშეს არ ვაძახებინებდი და არც სიტყვა “მევახშის” გამოყენება ხდებოდა იშვიათი შემთხვევების გარდა.
როდესაც საპენსიო პროგრამა მოვამზადეთ და განვაცხადეთ, რომ 2024 წლისათვის პენსია იქნებოდა 400 ლარი, იყო სურვილი გვეთქვა 500( პარტიის ნომერს ჰგავს) ან ათასი და ა. შ. არ დავუშვი ეს. რეალისტური რიცხვი დავწერეთ. ამაზეც მოგვდგა ხელისუფლება და ზოგიერთი ოპოზიციური პარტია, პოპულისტურიაო. ეს რომ რეალისტური იყო, დრომ გვაჩვენა. აგერ, დღეს, ქართული ოცნების პირობებშიც კი, პენსიონერთა ერთი ნახევრის პენსია დაახლოებით 300 ლარია, მეორე ნახევრის კი 400. თუმცა ჩვენ მაშინ ამ ოთხას ლარს არ ვგულისხმობდით. ამ პერიოდში ისე გაუფასურდა ლარი და გაიზარდა ფასები, რომ თავისი მსყიდველობითუნარიანობით დღევანდელი პენსია გაცილებით ნაკლებია იმასთან შედარებით, ვიდრე მაშინ ვიგულისხმეთ. იყო მცდელობა პარტიის პროგრამის შეცლისა და მის მოხსენიებად, როგორც ქრისტიანულ-დემოკრატიული მიმართულების პოლიტიკურ ორგანიზაციად. ეს არსებითად ცვლიდა ნაციონალური მოძრაობის შინაარს. არ მოხდა ეს, მათ შორის ჩემი ძალისხმევით. ბევრ რამეზე მიწევდა ბრძოლა, განსაკუთრებით ეკონომიკურ პოპულიზმთან და მეტნაკლებად ვაღწევდი კიდევაც შედეგს. იყო საკითხები, როცა ფაქტობრივად მარტოდმარტოს მიწევდა კრიტიკული პოზიციის გამოხატვა-ეს საპატრიარქოს ეხებოდა. მხოლოდ მე და კიდევ ერთი-ორი ქალი თუ ვლაპარაკობდით უმცირესობების უფლებების დაცვის საკითხებზე. სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე მიყიდვის საჭიროებაზე, სუბსიდირების მავნებლობაზე და ბევრ სხვა საკითხზე საუბარი ფაქტობრივად ტაბუდადებული იყო და ორიოდე ადამიანი თუ გამოთქვამდა განსხვავებულ აზრს. მიუხედავად ყველაფრისა, პარტიის დაშლამდე ( მეორედ დაშლას ვგულისხმობ, რაც ფაქტობრივად დაიწყო ს და გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლით და დღემდე გრძელდება) პარტია მეტნაკლებად მაინც ინარჩუნებდა ევროპულ იმიჯს და ლიბერალურ ორიენტაციას. ეს პოსტი არ არის ნაციონალურ მოძრაობაზე, ეს ოპოზიციის უმეტესი ნაწილის მიერ ერთსა და იმავე წრეზე დაშვებულ შეცდომებზეა, რომლებიც ვერ მიმხვდარან, რომ მიუხედავად პოპულიზმისა, ხშირად ზღვარგადასულისა, არ იძლევა ეს შედეგს არჩევნებში. ამ თვეში ორი ფაქტი მოხდა, რომელშიაც იდენტური იყო ( ერთი-ორი გამონაკლისის გარდა) პარტიების პოზიცია. სტალინის ხატის შემთხვევაში დაგმეს სტალინი, დაგმეს “პროვოკატორი” ნატა ფერაძე, შეაქეს საპატრიარქო, რომელიც სწორად მოიქცა თურმე ე. წ. მატრონას ხატში ცვლილებების შეტანის გადაწყვეტილების გამო, მაშინ როცა თავად ეს პრორუსული საპატრიარქო იყო ყველაფრის თავი და თავი. მეორე ფაქტი გუშინდელი შემთხვევაა, როცა პარტიებმა და მედიამ “მევახშის” იარლიყით ფაქტობრივად ბრძოლა გამოუცხადეს არა მხოლოდ ბანკებს, არამედ მთელ საბაზრო სისტემას. აქაც “მოწინავის” როლი ნაციონალურმა მოძრაობამ ითავა. ხელისუფლების შეცდომების მხილების ნაცვლად ( საფინანსო სისტემის ზედმეტი რეგულირება) ხელისუფლებას რეგულირების გამკაცრებისა და “მევახშეების” მოსპობისკენ მოუწოდებდნენ ერთხმად. უცბად ყველა ერთმანეთს დაემსგავსა. არა მხოლოდ პარტიები. შანსი არ გაუშვეს ერთი ოჯახის უბედურება პოლიტიკურ კაპიტლად ექციათ.
ამ ისტერიკაში კი ჩაიკარგა ამ კორუმპირებული ხელისუფლების ნამდვილი როლი ქვეყნის დაცლაში და გაღატაკებაში.