მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

„ქართული ოცნების“ მთავრობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა. BMG-ის ცნობით, შესაბამისი მონაცემები მთავრობის 37-ე განკარგულებაშია ასახული, რომელიც პრემიერ-მინისტრმა  15 იანვარს გამოსცა.

დოკუმენტის მიხედვით, ეკონომიკის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში 225 ადამიანი მუშაობს, მათ შორის მინისტრი და მისი მოადგილეები, ხოლო სახელფასო ფონდის ჯამური ოდენობა 11.3 მილიონ ლარს შეადგენს. ამავე დროს, 2026 წლის ბიუჯეტის თანახმად, საჯარო სექტორში ანაზღაურებები 10%-ით იზრდება, მაშინ როცა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საერთო ბიუჯეტი 18.4 მილიონი ლარით შემცირდა და 928.5 მილიონი ლარი გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩუთლაშვილი: ლილიანა გასინსკაიას ისტორია ჰოლივუდურ თრილერს ჰგავს. ეს იყო 18 წლის გოგონას სასოწარკვეთილი და წარმოუდგენლად მამაცი ბრძოლა თავისუფლებისთვის, რომელიც 1979 წლის იანვარში, სიდნეის პორტში განვითარდა

ნანუკა ჟორჟოლიანი: წულუკიანს პრობლემა იმასთან დაკავშირებით არ აქვს, რომ მამამისი სიკდილს უსჯიდა ადამიანებს, მთელი ეს პროცესი ხდება ერთადერთ სიტყვაზე, რომ მე მიწერია სიტყვა დახვრეტა (ვიდეო)