ნინო წილოსანზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძის წინააღმდეგ საქმე აღძრეს

“ოცნების” დეპუტატ ნინო წილოსანზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძის წინააღმდეგ საქმე აღძრეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად სამოქალაქო აქტივისტი წერს.  

“ნინო წილოსანის ჯიში მოვტყანის” გამო აღძრული საქმე.
“დეტექტივი კალანდია” – აი რითი არიან ქოცი დეტექტივები დაკავებული 💩
წიგნი არ წაუკითხავთ, სერიალი მაინც ნახონ ამ უპატრონოებმა დეტექტივებზე”- წერს ნატა ფერაძე. 

ირკვევა, რომ ოქმის შემდგენელმა პოლიციელმა, ირაკლი კალანდიამ ფბ-ის სქროლვისას აღმოაჩინა, რომ 2025 წლის 21 დეკემბერს ნატალია ფერაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნინო წილოსანს.

რას წერს ოქმში პოლიციელი: 

2025 წლის 24 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივმა ირაკლი კალანდიამ სასამართლოში წარდგენისა და სამართალდარღვევებზე რეაგირების მიზნით დავათვალიერე ნატალია ფერაძის ფეისბუქ გვერდი https://www.facebook.com/nata peradze, რომლის დათვალიერების შედეგად აღმოვაჩინე, რომ 2025 წლის 21 დეკემბერს ნატალია ფერაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს – ნინო წილოსანს.

აღნიშნული ფეისბუქ გვერდზე გაკეთდა რი სქრინშოთი, თარიღისა და ტექსტის იდენტიფიცირების მიზნით. სქრინშოთები დაერთვება სამართალდარღვევის საქმეს და წარედგინება სასამართლოს მტკიცებულების სახით.

ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის

დეტექტივი ირაკლი კალანდია

ასევე დაგაინტერესებთ