კობახიძის პროგნოზი არ გამართლდა – 2026 წლის 20 იანვარსაც ხალხი ისევ რუსთაველზე დგას (ვიდეო)

2026 წლის 20 იანვარს თბილისში ისევ პროტესტია – მოქალაქეები ისევ რუსთაველის გამზირზე არიან შეკრებილი და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გამოდიან. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს აცხადებდა, თითქოს 2026 წლის 20 იანვრისთვის აქციები აღარ იქნებოდა, დღეს არსებული ვითარება აჩვენებს, რომ ივანიშვილის პრემიერის ეს პროგნოზი არ გამართლდა.

დღეს არის ზუსტად 20 იანვარი რაც მან თქვა და გავიდა ზუსტად ერთი წელი. კიდევ გაგრძელდება, მანამ გაგრძელდება ეს პროტესტი, სანამ ირაკლი ამ ხელისუფლებიდან არ წავა, იმიტომ, რომ დღეს რაც ხდება საქართველოში, ყველა კუთხიდან, ეს არის კობახიძის ბრალი. მე ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი, სჯობს, დროზე მოიშოროს ივანიშვილი მანამ, სანამ თვითონაც ღარიბაშვილის გზას არ დაადგა, – ამბობს სინდისის პატიმრის დედა მარიზი

აქციის მონაწილეები პირდაპირ ამბობენ, რომ “ოცნების” რეპრესიები მათ პროტესტს ვერ გააჩერებს.

“ქართულ ოცნებას” იმ პრობლემის საწინააღმდეგოდ, რომელიც აქვს, ეს არის ლეგიტიმაცია, იმიტომ, რომ ის არ აურჩევია ამ ქვეყნის უმრავლესობას, აქვს ერთადერთი მექანიზმი რეპრესიები და რეპრესიები არ კმარა. მათ უნდა გაათავისუფლონ ჩვენი სინდისის პატიმრები და ჩანიშნონ . სხვანაირად ამ ამბავს არ ეშველება, – ამბობს აქციის მონაწილე. 

>