დონალდ ტრამპი: NATO 20 წელია დანიას ეუბნება: „თქვენ გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა აღმოფხვრათ“… ახლა ამის დრო დადგა და ეს მოხდება!

„NATO 20 წელია დანიას ეუბნება: „თქვენ გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა აღმოფხვრათ“. სამწუხაროდ, დანიამ ამასთან დაკავშირებით ვერაფრის გაკეთება შეძლო. ახლა ამის დრო დადგა და ეს მოხდება!“ – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე.
17 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ გრენლანდიაზე უთანხმოების გამო, 8 ქვეყანას: დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს 10%-იან ტარიფებს უწესებს. მისი თქმით, აღნიშნულ ქვეყნებს 2026 წლის 1 თებერვლიდან 10%-იანი ტარიფები დაუწესდებათ, 1 ივნისიდან კი ტარიფები 25%-მდე გაიზრდება და იქამდე იმოქმედებს, სანამ “გრენლანდიის სრულ და მთლიან შესყიდვაზე არ იქნება მიღწეული შეთანხმება”.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“