ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი: ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური სირთულეების მთავარი მიზეზი -ის სანქციებია

ირანის პრეზიდენტმა ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური სირთულეები -ისა და მისი მოკავშირეების მიერ დაწესებულ სანქციებს დაუკავშირა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

მასუდ ფეზეშქიანის თქმით, სანქციებმა მნიშვნელოვნად იმოქმედა ირანელი მოსახლეობის ცხოვრებაზე, ხოლო უზენაესი ლიდერის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესია ირანელი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად და ფართომასშტაბიან დაპირისპირებად აღიქმება.

ირანის ხალხი ცხოვრებაში გაჭირვებასა და სირთულეებს თუ აწყდება, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დიდი ხნის მტრობა და აშშ-ს მთავრობისა და მისი მოკავშირეების მიერ დაწესებული არაადამიანური სანქციებია. ჩვენი ქვეყნის უზენაესი ლიდრის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესია ირანელი ხალხის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის ტოლფასია, – განაცხადა მასუდ ფეზეშქიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“მოვითხოვოთ, რომ შერიგებისკენ წავიდეთ და თუ ვინმე არ წავა, ყველა ვნახავთ, ვის უნდა და ვის არა მშვიდობა… ჩვენს ოპოზიციას ვულოცავ, იმ ადამიანებს, ქუჩებში რომ დარბიან. თუმცა, ნამდვილად არ ვიცი, რატომ დარბიან”