საქართველო რეგიონის ქვეყნებს შორის საშუალო ყოველთვიური ხელფასების სიდიდით მეოთხე ადგილზეა, ხოლო მსოფლიოს 103 ქვეყანას შორის 77-ე ადგილს იკავებს.
Numbeo-ს სტატისტიკის თანახმად, საქართველოში საშუალო ხელფასი გადასახადების შემდეგ 533 დოლარს შეადგენს. საქართველოზე დაბალი ხელფასი რეგიონში მხოლოდ აზერბაიჯანშია.
საქართველოს მეზობელ ქვეყნებში საშუალო თვიური ხელფასი გადასახადების შემდეგ ასე გამოიყურება:
თურქეთი – 1 071 დოლარი (49-ე ადგილი);
რუსეთი – 825 დოლარი (57-ე ადგილი);
სომხეთი – 632 დოლარი (69-ე ადგილი);
საქართველო – 533 დოლარი (77-ე ადგილი);
აზერბაიჯანი – 460 დოლარი (85-ე ადგილი);
ამასთანავე, Numbeo-ს მონაცემებით, შესწავლილ ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი შვეიცარიაშია და 7 283 დოლარს შეადგენს.
რეიტინგში 5 ლიდერი ქვეყანა ასე გამოიყურება:
- შვეიცარია – 7 283 დოლარი;
- ლუქსემბურგი – 5 395 დოლარი;
- სინგაპური – 4 557 დოლარი;
- აშშ – 4 254 დოლარი;
- დანია – 4 245 დოლარი.
აღსანიშნავია, რომ 103 ქვეყანას შორის ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასი კუბაშია და თვეში 35 დოლარს შეადგენს. რეიტინგის ბოლო პოზიციები კი შემდეგმა ხუთმა ქვეყანამ დაიკავა:
- კუბა – 35 დოლარი;
- ნიგერია – 109 დოლარი;
- ეგვიპტე – 152 დოლარი;
- პაკისტანი – 188 დოლარი;
- ნეპალი – 204 დოლარი.




