სალომე ზურაბიშვილი: პარიზში, ევროპის მაუწყებელთა კავშირის პრეზიდენტთან, დელფინ ერნოტთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის უმძიმესი მდგომარეობა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პარიზში, ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) პრეზიდენტს, დელფინ ერნოტს შეხვდა.

მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ,,საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის უმძიმესი მდგომარეობა”.

,,პარიზში, ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) პრეზიდენტთან, დელფინ ერნოტთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის უმძიმესი მდგომარეობა – საზმაუს ხელმძღვანელობის ბოლო გადაწყვეტილებები: გადაცემების დახურვა, თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით დევნა და გათავისუფლება, ანტიევროპული ნარატივი, რაც EBU-ს სტატუსით დადგენილ დამოუკიდებლობის პრინციპს ეწინააღმდეგება.

შეხვედრისას დელფინ ერნოტს გადავეცი საზმაუს თანამშრომლების მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელშიც დეტალურადაა ასახული ყველა დარღვევა”,- წერს ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს