ისაკო დევიძე ციხეში გადაიყვანეს – გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ მოხდა სამოქალაქო აქტივისტისთვის ბრალის წარდგენა სისხლის სამართლის წესით.
- შეგახსნებთ, რომ მანამდე ისაკო დევიძე გზის გადაკეტვის ბრალდებით 30 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში იყო გაშვებული.
„ისაკო დევიძე, რომელსაც ორშაბათს ეწურებოდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა, ოჯახის ინფორმაციით თურმე დღეს სასამართლოში წაუყვანიათ და იქიდან ციხეში.
სავარაუდოდ მოახდინეს ბრალის წარდგენა, სისხლში გადაყვანა, წინასწარი პატიმრობის შეფარდება და გლდანის ციხეში გადაყვანა. ამ ყველაფრის შესახებ კი არც ოჯახის და არც ადვოკატის ინფორმირება არ ყოფილა”,- წერს სოციალურ ქსელში ადვოკატი მარიკა არევაძე.




