“პროკურატურად წოდებულმა უწყებამ, უკანონოდ წაუყენა ბრალი პარტიის წევრებს” – “ცვლილებებისთვის”

35
კოალიცია ცვლილებებისთვის განცხადებას აქვეყნებს და წერს:
დღეს, საქართველოს პროკურატურად წოდებულმა უწყებამ, სრულიად უკანონოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლით ბრალი წარუდგინა პარტია ,,ახალის” წევრს, ცოტნე მირცხულავასა და პარტიის თანათავმჯდომარის დაცვის წევრს, გაბრიელ კობაიძეს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2024 წლის 11 აგვისტოს სამტრედიაში წინასაარჩევნო კამპანიის დროს ნიკა მელიას პირდაპირ ეთერში თავს დაესხა “ქართული ოცნების” მიერ მოგზავნილი ე.წ. ტიტუშკა.
საქმის აბსურდულობას ხაზს უსვამს ის ფაქტიც, რომ 162-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაული გულისხმობს წინასაარჩევნო ღონისძიების დროს ძალადობას, რაც სწორედ “ქართული ოცნების” მოგზავნილმა მოძალადემ განახორციელა.
წლების შემდეგ აღნიშნული საქმის წინ წამოწევა ემსახურება კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დაშინებასა და გაჩუმებას, რაც ფაქტია, არ მუშაობს.
ერთიანობით, სიმტკიცით გავიმარჯვებთ!