მედია: “ქართული ოცნების” მორიგი თავდასხმა გერმანიის ელჩზე

“ქართული ოცნების” წევრი, ლევან მაჭავარიანი გერმანიის ელჩისა და სამოქალაქო აქტივისტების შეხვედრას ეხმიანება და პეტერ ფიშერს აქციის ორგანიზებაში ადანაშაულებს.

ლევან მაჭავარიანის მტკიცებით, უწყვეტი პროტესტი თავის “ძალას კარგავს” და გერმანიის ელჩმა აქტივისტებს მოუწოდა, რომ “ირანში განვითარებული სცენარი განავითარონ. კერძოდ, უნდა იყოს რაღაც ტიპის მსხვერპლი, რომ ამ აქციას მუხტი მიეცეს”.

ბატონი ფიშერისგან გასაკვირი არაფერი არ არის, ადამიანი, რომელიც გაწვეული იყო კონსულტაციებზე, ჩამოვიდა, ორი დღეც ვერ მოითმინა, მივიდა აქციაზე, პოზირებდა ფოტოებს იღებდა ერთ-ერთ რადიკალ აქტივისტთან, რომელიც დაკავებულია ჩვენი ეკლესიის და პატრიარქის ლანძღვა-გინებით. მანამდე ფოტოებს იღებდა ისეთ რადიკალ აქტივისტებთან, რომლებიც მაგალითად მარიამ ლაშხს მიუვარდნენ და არასრულწლოვან ბავშვებთან ერთად რაღაც საშინელი პერფორმანსი დაუდგეს. ადამიანი, რომელიც გამიზნულად პოზირებს ბანერთან, რომელსაც აწერია “მონა”, რომელიც დადიოდა სასამართლო პროცესებზე, რათა ფსიქოლოგიური ზეწოლა მოეხდინა მოსამართლეებზე.

ხოლო, ახლა არის კონკრეტული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მან საიდუმლო შეხვედრა გამართა რადიკალებთან, რაც, რა თქმა უნდა, არავის უნდა გაუკვირდეს. რადიკალების ჯგუფში ერთ-ერთი არის ბატონი მიშველაძე, რომელიც გამორჩეული რადიკალია ჯაფარიძის გირჩის პარტიის წევრია.

ეს იყო საიდუმლო, დახურული სახის შეხვედრა და არის ინფორმაცია იმასთან დაკავშირებითაც, რომ ბატონი ფიშერი მოუწოდებს ამ რადიკალებს, რომ ეს აქციები უკვე თავის ძალას კარგავს და იმისათვის, რომ მუხტი მოემატოს, მათ უნდა განავითარონ ირანში განვითარებული სცენარი. კერძოდ, უნდა იყოს რაღაც ტიპის მსხვერპლი, რომ ამ აქციას მუხტი მიეცეს,” – ამბობს ლევან მაჭავარიანი. 

ასევე დაგაინტერესებთ