საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე წერს:
„მას შემდეგ რაც რუსებმა მიაწოდეს ამათ ინფორმაცია ჩემი ადგილსამყოფელის შესახებ და მე დამატყვევეს 2021 წლის 1 ოქტომბერს, ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და გომელაურის სამეულმა ჩაატარა საზეიმო ბრიფინგი.
ხოდა ახლა გომელაურს გადაეცით, რომ მაგასაც ვიბარებ რუსთავში უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
მსურს ჩავუტარო თათბირი გამოცდილების გაზიარების კუთხით და მოვამზადოთ აქედან გაქცევის ერთობლივი გეგმა“.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში 2025 წლის 12 ნოემბერს დააბრუნეს. გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბრიდან არის დაკავებული. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მას 24 დეკემბერს შეუფარდეს, ირაკლი ღარიბაშვილს კი 5-წლიანი პატიმრობა 2026 წლის 12 იანვარს მიუსაჯეს და იმავე დღეს დააპატიმრეს.
ვახტანგ გომელაური შს მინისტრის თანამდებობას 2025 წლის 12 მაისიდან აღარ იკავებს.




