Politico – გაერთიანებული სამეფო ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებების განახლებასთან დაკავშირებით საფრანგეთსა და იტალიას არ ეთანხმება

დიდი ბრიტანეთი არ ეთანხმება საფრანგეთსა და იტალიას, რომ ევროპამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებები უნდა განაახლოს, – Politico-ს ინფორმაციით, ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა განაცხადა.

Politico-სთან საუბრისას, კუპერმა უარყო პარიზისა და რომის ლიდერების წინადადებები, რომ ევროპელმა მოკავშირეებმა პუტინთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა უნდა განიხილონ.

„ვფიქრობ, გვჭირდება მტკიცებულება იმისა, რომ პუტინს რეალურად სურს მშვიდობა და ამ ეტაპზე მე ამას ჯერ კიდევ ვერ ვხედავ. ვხედავთ უზარმაზარ ვალდებულებას უკრაინის მიერ, -სთან ერთად და ევროპის მხარდაჭერით მშვიდობის გეგმების შემუშავების მიმართ, უსაფრთხოების გარანტიების ჩათვლით. თუმცა, ჯერჯერობით ვერ ვხედავ იმის მტკიცებულებას, რომ პუტინი მზადაა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს ან მოლაპარაკებები გამართოს“, – განაცხადა ივეტ კუპერმა.

მისი თქმით, ამ მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაში, მოსკოვზე ზეწოლა კი არ უნდა შესუსტდეს, არამედ გაძლიერდეს სანქციებისა და სამხედრო მხარდაჭერის გზით.

„ვფიქრობ, რომ ამ მართლაც მნიშვნელოვან სამუშაოსთან ერთად, ჩვენ ჯერ კიდევ მზად უნდა ვიყოთ, რომ გავზარდოთ ზეწოლა, ეკონომიკური ზეწოლა და ასევე უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გზით, ეს სამხედრო ზეწოლა რუსეთზეც განვახორციელოთ“, – დასძინა კუპერმა.