სალომე სიმონია:
ისედაც მილიონერმა დეპუტატებმა, ბოლო 2 წელში საკუთარი ხელფასები 8 200 ლარით გაზარდეს და თვეში 12 800 ლარი დაინიშნეს. ხოლო, საარსებო მინიმუმი პირიქით, შეგვიმცირეს და 250,9 ლარი დაგვიწესეს.
ღარიბი ხალხის მდიდარი ხელისუფალი გვეუბნება, რომ ამ თანხის 70%, ანუ 175 ლარი საკვებისთვის უნდა გვეყოს. დანარჩენი 75 ლარი – წამლებისთვის, მკურნალობისთვის, ტრანსპორტისა და კომუნალურისთვის.
თანაც იმის ფონზე, რომ უკვე თავადაც აღიარებენ და ვითომ იკვლევენ სასურსათო პროდუქციაზე ფასების კატასტროფული ზრდის მიზეზებს. მდიდრების კომისიაც კი შექმნეს ამ საქმისთვის.
ესეც ყველაფერი არ არის: მიუხედავად იმისა, რომ საარსებო მინიმუმად დამცინავი თანხა განგვისაზღვრეს, გაჭირვებულ მოსახლეობას ამასაც არ აძლევენ, რომ ეს მინიმუმი მაინც ჰქონდეთ და არ იშიმშილონ.
● სოციალურად დაუცველებს, თვეში მხოლოდ 30-დან 60 ლარამდე უხდიან.
● შემწეობის მიმღებ ბავშვს – 200 ლარი
● მარჩენალდაკარგულებს – 100 ლარი
● ომის ვეტერანებს – 100 ლარი
● დევნილებს – თვეში 45 ლარი
შეგახსენებთ, რომ 2012 წელს 501,445 ადამიანი იყო სოციალურად დაუცველი. 2025 წელს კი, უკვე 41%-ით მეტს, 708,017 ადამიანს აქვს ეს სტატუსი. მშიერი ხალხის მაძღარი ხელისუფლება კი, აგრძელებს საკუთარი ხელფასებისა და პრემია-დანამატების ზრდას.




