მაია ორჯონიკიძე: ვენესუელა ტრამპს დაგეგმილი ჰქონდა, ირანში ხალხის ამბოხი კი როგორც ჩანს მისთვისაც სიურპრიზი აღმოჩნდა

მხატვარი და პუბლიცისტი მაია ორჯონიკიძე:
ჩემი სუბიექტური აზრი დღევანდელ პაუზაზე.
99% დარწმუნებული ვარ რომ ამ ისტორიულ შანსს ტრამპი ხელიდან არ გაუშვებს-მრჩება განცდა, რომ ის რაღაცას ელოდება, იქამდე კი მისთვის ჩვეულ ტაქტიკას მიმართავს-ურთიერთსაწინააღმდეგო, მტრის და მოყვრის დამაბნეველ განცხადებებს აკეთებს. ტრამპს არ უნდა ირანზე თავდასხმა რომ ხანგრძლივ და დაუსრულებელ ომში გადავიდეს, როგორც ეს იყო ერაყში და ავღანეთში-გუშინ გაჟღერდა კიდეც, რომ მას სჭირდება ბლიც-კრიგი, ის ოპერაციის გარანტირებულ ზე-ეფექტურობას მოითხოვს თავისი სარდლობისგან. ამ მოთხოვნების შესრულებას კი მეტი დრო და მომზადება სჭირდება-გაიხსენეთ რამდენი თვე იყო ალყაში ვენესუელა, სანამ მადუროს გატაცების ბრწყინვალე ოპერაცია ჩატარდა. თან არ დაგვავიწყდეს, რომ ირანი ვენესუელასთან შედარებით ბევრად სერიოზული სამხედრო მოწინააღმდეგეა და შესაბამისად მაღალეფექტური ოპერაციისთვის დამატებითი დრო და მომზადება სჭირდება. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი-ვენესუელა ტრამპს დაგეგმილი ჰქონდა, ირანში ხალხის ამბოხი კი როგორც ჩანს მისთვისაც სიურპრიზი აღმოჩნდა.
ამ მომენტისთვის კი ტრამპმა 800 სიცოცხლე გადაარჩინა და ის ყველანაირად ცდილობს დრო მოიგოს, რათა ისე დაარტყას-რომ რეჟიმი ვეღარასოდეს წამოდგეს. ვერ დავიჯერებ რომ მისი ამბიციების და მენტალობის მქონე კაცმა ეს ისტორიული შანსი ხელიდან გაუშვას.
ამიტომ ვფიქრობ რომ მოთმინება არ გვაწყენს, თორემ მე არავისზე ნაკლებად მეჩქარება ამ ბოროტების ღერძის განუყოფელი ნაწილის სამაგალითო დამხობა. ყველა შემთხვევაში პროცესი დიდ ხანს ვერ გაიწელება, ავიამზიდი კი ზუსტად ექვს დღეში მივა ირანთან აუცილებელ მანძილზე…

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი: პოლიტიკურმა პარტიებმა ფიასკო განიცადეს, სულ ყველამ წააგო – ოპოზიციაში კოორდინაცია და რაღაც შეხვედრები არის, თუ იქნება საუბარი ერთიან ფრონტზე, უნდა იყოს ასიმეტრიული და კარგი იქნება თუ პარტიები გამსხვილდებიან

სალომე სიმონია: ისედაც მილიონერმა დეპუტატებმა, ბოლო 2 წელში საკუთარი ხელფასები 8 200 ლარით გაზარდეს და თვეში 12 800 ლარი დაინიშნეს. ხოლო, საარსებო მინიმუმი პირიქით, შეგვიმცირეს და 250,9 ლარი დაგვიწესეს