გიორგი შაიშმელაშვილი: კონკრეტულმა ადამიანებმა დაარღვიეს კანონი სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ, რაც სხვათა შორის სისხლის სამართლის დანაშაულია

უსაფრთხოების საკითხთა მკვლევარი და “თავისუფლების მოედნის” წევრი გიორგი შაიშმელაშვილი:
რაღაც გამეგება ამ ამბის, რადგან წლები ვმუშაობდი საჯარო სამსახურში და შეხება მქონდა საიდუმლო დოკუმენტებთან.
ქვეყანას დღემდე არა აქვს რაიმე შიდა ქსელი, რომლითაც საიდუმლო დოკუმენტბრუნვა მოხდება. შესაბამისად, ვიღაცამ დოკუმენტი გამოითხოვა საიდუმლო კანცელარიიდან შესაბამისი დისკით და მიიტანა იმ ადამიანთან, რომელსაც მისი ვებგვერდზე ატვირთვა შეეძლო. ანუ, “კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევაზე და კიბერ შეტევაზე” ლაპარაკი არის სრული აბსურდი. ელ მატარებელი, რომელიც არანაირ ქსელში არაა ჩართული, ვერ გახდება გარე ზემოქმედების ობიექტი.
მარტივია, კონკრეტულმა ადამიანებმა დაარღვიეს კანონი სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ, რაც სხვათა შორის სისხლის სამართლის დანაშაულია.