პოლონეთი უკრაინას დრონების ტექნოლოგიების სანაცვლოდ, ცხრა MiG-29 გამანადგურებელს გადასცემს

პოლონეთი უკრაინას დრონების ტექნოლოგიების სანაცვლოდ, ცხრა MiG-29 გამანადგურებელს გადასცემს – ამის შესახებ უკრაინული მედია წერს, რომ MIG-29-ის ავიაგამანადგურებელს პოლონეთი უკრაინას დრონების ტექნოლოგიების სანაცვლოდ გადასცემს. პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პაველ ზალევსკიმ ამის შესახებ TVP-ის გადაცემა World On the Record-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
💬 “ჩვენ ველოდებით უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პასუხს. მიმდინარეობს მოლაპარაკებები… ეს წმინდა ტექნიკური განხილვებია“ | თქვა ზალევსკიმ.
🔴 კითხვაზე, დათანხმდა თუ არა პოლონეთის შეთავაზების მიღებას, ზალევსკიმ უპასუხა, რომ თანახმაა.
💬 “მე მჯერა… რომ უკრაინელებმა გადაწყვიტეს ამ წინადადების მიღება. რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, არის გარკვეული ტექნიკური ასპექტები, რომლებიც დაზუსტებას საჭიროებს“ | თქვა მან და დასძინა, რომ პირველი პარტია „ათზე ნაკლებ“ თვითმფრინავს მოიცავს.
🔴 ზალევსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ MiG-29 გამანადგურებლების გადაცემის ტექნიკური დეტალები, მათ შორის ლოჯისტიკა და ტექნიკური მომსახურება, ამჟამად შეთანხმების პროცესშია.
🔴 პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს თვითმფრინავები მნიშვნელოვანია, რადგან უკრაინელმა პილოტებმა იციან მათი მართვა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „პრობლემა არა თვითმფრინავების, არამედ პილოტების დეფიციტია“. მისი თქმით, F-16-ისთვის პილოტის მომზადებას 8 თვიდან წელიწადნახევრამდე სჭირდება, ხოლო უკრაინელ პილოტებს შეუძლიათ MiG-29-ზე დაუყოვნებლივ იბრძოლონ.
🔴 მოსალოდნელია, რომ ავიაგამანადგურებლების გადაცემა NATO-ს საერთო პოლიტიკის ნაწილი იქნება, რომელიც ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებასა და უკრაინის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. მწყობრიდან გამოსული MiG-29-ების ამოცანებს უფრო თანამედროვე F-16 და FA-50 თვითმფრინავები აიღებენ.