მედია: სასჯელი “ფარჩაკის” დაძახებისთვის – ვინ არის პოლიციელი, ვინც თავი “შეურაცხყოფილად იგრძნო” და აქტივისტს უჩივლა (ვიდეო)

,,ფარჩაკი მილიციელი,, – ეს არის სიტყვა რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ კრიმინალურ სამართალდარღვევად შერაცხა. სოციალურ ქსელში დაწერილი ამ ფრაზის გამო ქალი აქტივისტი, თაკო გვილია შესაძლოა ციხეშიც აღმოჩნდეს. საჩივრის ავტორი ზუგდიდიდს პოლიციის მესამე სამმართველოს უფროსის მოადგილე-ნიკოლოზ თორდიაა, პოლიციელი რომელმაც 2025 წელს თავი შეურაცხყოფილად 3 ჯერ იგრძნო და საჩივრების წერის რეკორდი მოხსნა, 2026 წელსაც ქალი აქტივისტის წინააღმდეგ ჩივილით იწყებს.

კონკრეტულად რომელმა ფრაზამ აგრძნობინა თავი შეურაცხყოფილად პოლიციელს – კითხვაზე პასუხს არ გვცემს. თორდიას სასამართლ პროცესზე მოუწევს ახნსას, რომელი ფრაზაა შეურაცხმყოფელი ფარჩაკი თუ მილიციელი?

ფარჩაკი – იგივე წყალწაღებული უიმედო მდგომარეობაში მყოფი ასე განმარტავს, ამ სიტყვას ქართული ენის ციფრული ლაბორატორია. ახლა შინაგან საქმეთა სამინსიტრომ სასამართლოში უნდა დაასაბუთოს რა იყო შეურაცხყოფა.

ზუგდიდის საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა რამდენიმე დღის წინ ასევე უჩივლა “დროას” წევრს მარიამ სიჭინავასაც.

პოლიციელი სიჭინავას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მეგრულ სიტყვას “ლოდოს” ედავებოდა.