“რა უცნაურად ესმის ევროკავშირის საელჩოს ჩვენი დროშის დღე – დროშა, როგორც არეულობის და სახელმწიფო გადატრიალების სიმბოლო (?)
იგივეს გისურვებთ მეგობრებო” – წერს “ოცნების” წევრი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მისალოც ვიდეოს ეხმაურება.
ევროკავშირის საელჩოს ვიდეო საქართველოს სახელმწიფო დროშას ეძღვნება, სადაც ერთ-ერთ კადრად საპროტესტო აქციისას აღმართული ქართული დროშა მოხვდა.




