ირანის რევოლუციური გვარდიის საჰაერო-კოსმოსური ძალების მეთაურის მაჯიდ მუსავის განცხადებით, ქვეყნის რაკეტების მარაგი გაიზარდა და მისი ქვედანაყოფი თავდაცვითი მზადყოფნის უმაღლეს დონეზეა.
„ჩვენი რაკეტების მარაგი გაიზარდა. გვარდიის საჰაერო კოსმოსური ძალები თავდაცვითი მზადყოფნის პიკზე არიან და მზად არიან ნებისმიერი აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად“, – აღნიშნა მაჯიდ მუსავიმ.




