პოლიციელმა სამოქალაქო აქტივისტს ფეისბუკ პოსტის გამო უჩივლა

პოლიციელმა სამოქალაქო აქტივისტს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო უჩივლა – ნიკოლოზ თორდია თაკო გვილიას საჯარო განცხადებაში სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავება.

როგორც თაკო გვილია სოციალურ ქსელში წერს, მას სამართალდარღვევის ოქმი რამდენიმე წუთის წინ ჩაბარდა.

ამ წამს ჩამბარდა სამართალდარღვევის ოქმი, სადაც წერია, რომ სოციალურ ქსელში, გამოვაქვეყნე  საჯარო პოსტი, სადაც მილიციელ ნიკოლოზ თორდიას მივაყენე სიტყვიერი შეურაცხყოფა ნუ მართალია რომან ჩიქავას გაუჭირდა ამ სიტყვის სწორად დაწერა, ახალ წლებზე ქეიფმა იცის”, – წერს თაკო გვილია. 

ცნობისთვის, თაკო გვალია პირველი აქტივისტი არაა, ვისაც ნიკოლოზ თორდიამ უჩივლა.  ზუგდიდის საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა რამდენიმე დღის წინ ასევე უჩივლა “დროას” წევრს მარიამ სიჭინავასაც.

პოლიციელი სიჭინავას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მეგრულ სიტყვას “ლოდოს” ედავებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი: ჩაშვება, დაბეზღება, დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა, დემოკრატიული ძალები შეშინებულად გამოიყურებიან, აქციების ანონსიც გვეშინია – წასაშლელია პარტიული ხაზები, “ერთ პარტიად” გამოვაცხადოთ სამშობლო