ირანის პრეზიდენტი, მასუდ ფეზეშქიანი: “ხალხის ხმა რომ გაგვეგონა, პროტესტი არ იქნებოდა”

ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროტესტების საფუძველი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა და ხელისუფლებამ მოქალაქეთა მოთხოვნები დროულად უნდა ყოფილიყო გაითვალისწინებული. ამის შესახებ მან ირანულ ტელეკომპანიასთან ისაუბრა.

ფეზეშქიანის თქმით, ხელისუფლების მიერ საზოგადოების სხვადასხვა ფენის პრობლემების იგნორირებამ უკმაყოფილება და ქუჩის პროტესტი გააძლიერა.

ირანელების მოთხოვნები, მათი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო უნდა იქნას მოსმენილი. ეკონომიკის მინისტრთან და მის მოადგილეებთან შეხვედრაზე მოქალაქეების მოთხოვნების ადრე დაკმაყოფილების შემთხვევაში, ჩვენ ქუჩებში მათ პროტესტს არ ვიხილავდით. სანამ ქუჩებში ვაჭრების, ბაზრის მეპატრონეების და საზოგადოების სხვადასხვა ფენის ხმას გავიგებთ, მათ მოთხოვნებსა და შეშფოთებას უნდა გავეცნოთ, რათა მათთის გადაწყვეტილებები ვიპოვოთ, – განაცხადა მასუდ ფეზეშქიანმა. 

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი: ჩაშვება, დაბეზღება, დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა, დემოკრატიული ძალები შეშინებულად გამოიყურებიან, აქციების ანონსიც გვეშინია – წასაშლელია პარტიული ხაზები, “ერთ პარტიად” გამოვაცხადოთ სამშობლო