კომპანიების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით, მსოფლიო ბანკის “საწარმოთა კვლევის” თანახმად, საქართველო მოწინავე პოზიციაზეა – ეროვნული ბანკი

მსოფლიო ბანკის “საწარმოთა კვლევის” 2023 წლის განახლებული მონაცემების მიხედვით, კომპანიების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით, საქართველო მოწინავე პოზიციაზეა. როგორც საქართველოს ეროვნულ ბანკში განმარტავენ, ამ კომპონენტის უმრავლეს ინდიკატორში საქართველოს მაჩვენებლები ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებს აჭარბებს.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის “საწარმოთა გამოკითხვის” 2023 წლის შედეგების მიხედვით, საქართველოში ბიზნესგარემო თითქმის ყველა ასპექტში უმჯობესია მსოფლიოს ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებთან შედარებით.
კვლევის მიხედვით, საქართველოში სასესხო განაცხადი მხოლოდ საწარმოთა 3.2%-ს არ დაუკმაყოფილდა, ხოლო საბანკო კრედიტით სარგებლობს 53.3%, რაც წინა კვლევის მონაცემებთან შედარებით, მნიშვნელოვნად – 10,4%-ით გაზრდილია.
“ასევე, მსოფლიო ბანკის „საწარმოთა კვლევის“ თანახმად, 11%-მდეა შემცირებული რესპონდენტთა წილი, ვინც ფინანსებზე ხელმისაწვდომობას ბიზნესის მთავარ დაბრკოლებად მიიჩნევს. მონაცემები თითქმის განახევრებულია, რადგან 2019 წლის კვლევით, საქართველოში იგივე პრობლემაზე საწარმოთა 22.4% მიუთითებდა. შედარებისთვის, 2023 წელს, გლობალურად ეს მაჩვენებელი 22.7%-ია.
უნდა აღინიშნოს, რომ გამოკითხული ქართული კომპანიების ნაწილისთვის, გამოწვევად რჩება უზრუნველყოფის საკმარისობა, რის საპასუხოდაც ქვეყანაში ფუნქციონირებს სააგენტო “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში შექმნილი “სახელმწიფო საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი” და ასევე, მიმდინარეობს მუშაობა მოძრავი გირაოს ჩარჩოს განვითარებაზე”, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით უტიაშვილმა დადებითად შეაფასა მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგები და აღნიშნა, რომ გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანი ფაქტორია. მისივე თქმით, ეროვნული ბანკი ბიზნესის დაკრედიტების შესაძლებლობების ზრდისთვის საბანკო სექტორთან აქტიურად თანამშრომლობს.
“კომპანიებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი წინაპირობაა, ამიტომ ჩვენ მუდმივად ვიხილავთ ბანკებთან ინიციატივებს, როგორ შეიძლება გავაუმჯობესოთ ბიზნეს დაკრედიტების ეფექტიანობა”, – განაცხადა დავით უტიაშვილმა.
მსოფლიო ბანკის “საწარმოთა კვლევა” ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება და მოიცავს ბიზნესგარემოს ფართო სპექტრს: კორუფციის დონის, რეგულაციებისა და გადასახადების და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მაჩვენებლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე – ეს ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას და რაც ძალიან კარგია – არ გამოსდით ეს ყველაფერი, ამის იქით ვერ მიდიან, ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, უცხოელი აგენტები, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ

Eagle Hills-ის პროექტი უპრეცედენტო წვლილს შეიტანს ჩვენი ეკონომიკის შემდგომ სტიმულირებაში, ეს არ არის ნამახვანის დრო, როდესაც კონკრეტულმა სპეკულიანტებმა მოახერხეს საქართველოსთვის ზიანის მიყენება, დღეს სახელმწიფო სულ სხვა სიმაღლეზეა, ყველგან იქნება დაცული ჩვენი ეროვნული ინტერესები – ეს შეეხება ჰესებს, მშენებლობის სექტორს თუ ნებისმიერი სხვა პროექტის განხორციელებას

ტრაგიკულია მდგომარეობა, რომელიც შექმნილია ევროპულ ბიუროკრატიაში და ქალბატონი კოსის განცხადებებიც ამაზე მეტყველებს, საქართველო არის მოწინავე, გამორჩეული ქვეყანა კანდიდატ ქვეყნებს შორის, ყველა თვალსაზრისით – ქართველ ხალხს აქვს გამოხატული საკუთარი ნება და ყველას ვურჩევ, შეეგუონ ქართველი ხალხის არჩევანს